საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დათო ტურაშვილი დედისა და ვაჟის დამოკიდებულებას მისთვის ჩვეული იუმორითა და თხრობის მანერით ყვება. მწერალი ამბობს, რომ დედებს შვილები სულ პატარები ჰგონიათ და აქვთ მუდმივი განცდა, რომ მათ შიათ.
დათო ტურაშვილი: დედაჩემს სულ ჰგონია, რომ მშიერი ვარ. რომ მირეკავს, დედა, მშიერი ხარ? არ ვარ, დედა, მშიერი. მას ჰგონია, რომ მე ისევ პატარა ვარ და ჩემით ვერ ვჭამ. რა თქმა უნდა, არ მოსწონს, რომ მაკა არ მაჭმევს ხელით. დედისთვის ვინ არის რძალი? ის, ვინც დედას ჩაანაცვლებს. ბიჭი მთელი ცხოვრება უნდა იყოს წამოწოლილი და ქალი, ვინც დედის ნაცვლად ეყოლება - ცოლი ერქმევა, თუ რაც ერქმევა, იმან უნდა ურეცხოს, საჭმელი გაუკეთოს და აბა, პირი გააღე - უთხრას. რახან მაკა კოვზით არ მომადგება, დედაჩემს ეს არ მოსწონს.
"მოდი, გაჭმევ" - ეს ხომ მარადიულია. მასთან რომ მივდივარ და ხელების დასაბანად შევდივარ, კარზე აუცილებლად მიკაკუნებს, საპნით დაიბანე. როგორც ხუთი წლის ასაკში მეზარებოდა და ხელს ვუცაცუნებდი და არ ვიბანდი საპნით, ჰგონია, რომ ახლაც, ნახევარ საუკუნეს რომ გადავაბიჯე, ისევ ასე ვუცაცუნებ. ჰგონია, რომ მე არ ვიზრდები. ისევ პატარა ვარ. მარადიული პრობლემაა...
06/11/2026