Logo

ინტერვიუ

"დედათა მონასტერში წავედი, არავინ არაფერი იცოდა. დარჩენა მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ..." - რამ მოაბრუნა მონასტრიდან თათა ვარდანაშვილი

"დედათა მონასტერში წავედი, არავინ არაფერი იცოდა. დარჩენა მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ..." - რამ მოაბრუნა მონასტრიდან თათა ვარდანაშვილი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

პირადზე არ ვსაუბრობდი. პაუზის შემდეგ, როდესაც ეკრანზე გამოვჩნდი, წამოვიდა კითხვები პირად ცხოვრებაზე. მე ტყუილები არ შემიძლია. თან ბოლომდე გაურკვეველი იყო თემა, რატომ ვცხოვრობ მარტო? რა ხდება ჩემს ირგვლივ?

არის კატეგორია, ვისაც მარტო დარჩენის ეშინია. ქალების 90 პროცენტი ცდილობს, რომ ქმარი თუ არა, მეგობარი მამაკაცი მაინც ჰყავდეს.

შეიძლება კაზუისტიკად ჩაითვალოს ჩემი დამოკიდებულება მოვლენების მიმართ. მე მამაკაცებთან ურთიერთობა არ მიხარია. არც მსიამოვნებს და არც მომწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა. მამაკაცთან თუ ურთიერთობ, მაშინ სხვა საქმე არ უნდა გქონდეს. ან ხელოვნებას უნდა მიუძღნა თავი, ან საყვარელ ადამიანს. ორივე ერთად არ გამოვა. ხელოვნება და ხორციელი ვნება - ორივე ვნებაა... არჩევანი უნდა გააკეთო. მე ასე ვარ. მე ვარ პიროვნება, რომელმაც თავი უნდა მივუძღვნა რაღაცას. გადავწყვიტე, რომ ახალგაზრდობა მიმეძღვნა დემეტრესთვის და ამის პარალელურად ჩემი პატარა დამოკიდებულება მქონოდა ღმერთთან, რომელმაც დედობის ღირსი გამხადა. ჩემი პირადი შინაგანი აღთქმა დავდე. მინდა ამის ერთგული დავრჩე ცხოვრებაში...

- როგორ შეძელით ასე გეფიქრათ ახალგაზრდას?

- როცა 24 წლის გოგო დავრჩი მარტო, ფიზიკურ გადარჩენაზე უნდა მეფიქრა, ჩემი გონება, გული და სული ხელოვნებისკენ მიისწრაფვოდა. ხორციელი ვნება ფიზიკურად არ გამაჩნდა. გონებიდან მოდის ყველაფერი. ჩემი გონება კი, დაკავებული იყო ხელოვნებით. ჩემი მშვენიერი ნაწილი, რომელიც დაფარული იყო სხვათათვის, გამოდიოდა ჩემი ხელიდან და სხვები მას ჩემს მიერ დამზადებულ ნივთებად ხედავდა. ჩემს თავს, მთელ შინაგან სამყაროს, სულიერ თუ ფიზიკურ ვნებას თუ ბრძოლას, ვდებდი იმაში, რასაც ვაკეთებდი. ამიტომ მოსწონდათ ჩემი ნამუშვრები. სააშკარაოზე გამოდიოდა ფეხსაცმელები, ვქმნიდი ხელოვნებას, რომლის მასალადაც ვიყენებდი ტყავს. ჩემი ხელებით ვქმნიდი იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში არ არსებობდა. შიგნით ვიყავი, ხელოვნებაში.

არიან ხელოვანები, რომლებიც ნაირ-ნაირ პარტნიორებს იცვლიან, ვნებებს აგემოვნებენ და გადმოაქვთ ხელოვნებაში. მე საპირისპიროდ წავედი. ჩემი ფიქრი არ იყო მიმართული ფიზიკური სიყვარულისკენ. ნუ მაწუხებთ-მეთქი, მქონდა ხელჩართული ბრძოლა. ერთ აღმატებულ ურთიერთობაზე მწყდება გული. ამ ურთიერთობაზე უარი შეგნებულად რომ არ მეთქვა, ალბათ, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. ეს საბოლოო ჯამში, დადებითად აისახებოდა ჩემს შემოქმედებით მოღვაწეობაზე.

თათა ვარდანაშვილი

- ნანობთ?

- არა, არ ვნანობ! ერთადერთი შემთხვევა იყო, რაც მე, როგორც ხელოვანს, მუშაობაში, სამომავლოდ, კომფორტს შემიქნიდა. მაგრამ არ ვნანობ, ისევე როგორც არ ვნანობ თავის დროზე, მთელი შეგნებით რომ ვთქვი უარი მონაზვნობაზე.

- როდის იყო ეს დრო?

- ალბათ, ცხრა წლის წინ. კორცხელის დედათა მონასტერში წავედი, არავინ არაფერი იცოდა. დედას არც ვეტყოდი. თუ ვინმეს ეს ეცოდინებოდა, ეს მამა იქნებოდა. ახალი საქარგავი მანქანა შეიძინეს დედებმა და დასახმარებლად ჩავედი. რეალურად ამისთვის ჩავედი, მაგრამ გადაწყვეტილი მქონდა, რომ უკან არ დავბრუნებულიყავი. და დავრჩებოდი კიდეც, მეორე დღეს დეიდას რომ არ დაერეკა - დედას ინფარქტი მოუვიდაო. მთელი ღამე ვგრძნობდი, რომ რაღაც ხდებოდა და არც ერთი წამით ლოცვა არ შემიწყვეტია. იძულებული გავხდი თბილისში დავბრუნებულიყავი. უკან ვერ მივბრუნდი. მერე დემეტრე დაოჯახდა… და ერში დავრჩი. ხშირად ვამბობ, ჩემი ფიზიკური სხეული როცა აქ არის, თავი მაინც კორცხელის მონასტერშია-მეთქი.

თათა ვარდანაშვილი

ავტორი: ზმნა

02/26/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024