ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
არსებობს შემთხვევები, როცა ადამიანებს, ერთ ჩვეულებრივი შენიშვნის წყალობით, მეორე ადამიანის ცხოვრება მთლიანად შეუცვლიათ.
ასეთი შემთხვევა გაიხსენა მოცეკვავე თეა დარჩიამ ეკა ჩხეიძის გადაცემაში "პირველი სტუდია".
დარჩია უკვე პედაგოგი იყო და მოსწავლეებს იღებდა, როცა მასთან სტუდიაში დედამ თავისი ქალიშვილი მოიყვანა.
"მოვიდნენ დედა-შვილი ერთად, არ დავასახელებ გვარს, რადგან მათგან ნებართვა არ ამიღია. ამ გოგოს შევხედე სახეზე და თოჯინაა ნამდვილი... მერე ნელ-ნელა რომ კადრს დაბლა ჩაწევ, შევხედე და უი...
და გულწრფელად ვუთხარი - "დედიკო, ამ სახეს, ეს ტანი არ უხდება."
წავიდა სახლში. ისტერიკა მოუწყვია, უტირია, ეს რა უტაქტო ყოფილა თეა დარჩია, ეს სად მიმიყვანეთო...
მეორე დღეს ისევ მოვიდა...
ჯანმრთელი კვება, ვარჯიში, დისციპლინა - ჩართო ეს ყველაფერი...
ამ გოგონას წონა ჰქონდა გაქცეული და ეგონა, რომ "ასეთი ვარ"... არ არსებობს ასეთი რამე, რას ჰქვია ასეთი ვარ? როგორიც გინდა რომ იყო, ისეთი იქნები!
და ეს მე პირდაპირ პირში ვუთხარი - რომ აი, ამ სილამაზეს, აი, ეს (სხეული) არ უხდება.
შეიძლება მიიღო ძალიან მძაფრად, ეტკინა, მაგრამ ამ ტკივილმა გამოიწვია მისი ისეთი ტრანსფორმაცია, რომ დღეს სცენაზე დგას, ჩემზე გამხდარია, 35 კგ დაიკლო, მეგავარსკვლავია და სხვა ხალხსაც ასწავლის როგორ მიაღწია ამას.
საოცარი კარები გაეხსნა ცხოვრებაში ამ საკუთარი ამპარტავნების გადალახვით. ხომ შეიძლება საერთოდ აღარ მოსულიყო ჩემთან?
ამიტომ ვაჟღერებ ამ ფაქტს, რომ არის შენიშვნა, რომელმაც შენში გარდატეხა უნდა მოახდინოს და არის შენიშვნა, რომელსაც ისე გაძლევენ, რომ განგრევს,"- ამბობს თეა დარჩია.
05/18/2026