კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ კანადელი მსახიობი, კეტრინ ო’ჰარა გარდაიცვალა. 71 წლის მსახიობი გარდაცვალებამდე საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვალების ამბავი მისმა მენეჯერმა დაადასტურა...
კეტრინი ყველას მეხსიერებაში დარჩა კევინის დედის, ქეითის როლით 1990 წლის კინოკლასიკაში - "მარტო სახლში".


ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, მან 100-ზე მეტი როლი შეასრულა ტელევიზიასა და კინოში, ბოლო დროს კი აღიარება მოიპოვა კომედიურ სერიალ „შიტის ნაკადულში“ შესრულებული როლისთვის, სადაც მან მოირა როუზი განასახიერა, მსახიობი, რომელიც რეალობისგან არის მოწყვეტილი.
მოირას განსახიერებამ 2020 წელს მას ემის ჯილდო, ხოლო 2021 წელს - ოქროს გლობუსი მოუტანა.

***
კეტრინ ენ ო’ჰარა დაიბადა 1954 წლის 4 მარტს, ტორონტოში, ონტარიოს შტატში. ის შვიდი შვილიდან მეექვსეა. კანადელი მომღერლის, მერი მარგარეტ ო’ჰარას უფროსი და გახლავთ.
მან სამსახიობო კარიერა 1974 წელს დაიწყო, როდესაც კანადურ სატელევიზიო სკეტჩ-კომედი შოუში - „Second City Television“ მიიღო როლი.
1990 წლის ფილმში „მარტო სახლში“ დედის, ქეით მაკკალისტერის როლმა, ეკრანზე, ო’ჰარას კიდევ ერთი მხარე გამოავლინა; მან დედის პორტრეტის შექმნით, მაყურებლის გულები გაათბო.
01/30/2026