ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ბოლო დროს სულ უფრო ხშირად საუბრობენ სხვადასხვა დაავადების ემოციურ და ფსიქოსომატურ ბუნებაზე. ადამიანის განწყობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის მნიშვნელობას ზოგჯერ ექიმებიც უსვამენ ხაზს.
არსებობს მოსაზრებები, რომელთა მიხედვითაც პაციენტის განწყობასა და დამოკიდებულებაზე არა მხოლოდ მკურნალობისა და გამოჯანმრთელების პროცესია დამოკიდებული, არამედ თავად დაავადების ჩამოყალიბებაც.
ვედური მედიცინის სწავლების მიხედვით, დაავადებების უმეტესობა ჩვენს გონებაში ჩნდება და ფიზიკურ სხეულში მხოლოდ ამის შემდეგ ვლინდება.

რომელი დაავადების გაჩენა ჩვენს რომელ თვისებას უკავშირდება და როგორ შეგვიძლია განწყობითა და სწორი დამოკიდებულებით ავადმყოფობის დამარცხება?
ამის შესახებ გამომწერებს ეზოთერიკოსი თამუნა იოსელიანი ესაუბრება.
„არ ეძებოთ დაავადება სხეულში — ეძებეთ იგი ხასიათში,“ — ამბობს ეზოთერიკოსი და დეტალურად საუბრობს ადამიანის ემოციებსა და ჯანმრთელობას შორის შესაძლო კავშირზე.
ხშირად ჩვენ დაავადებებს აღვიქვამთ, როგორც შემთხვევითობას: „გავცივდი“, „გამთვალეს“, „ცუდი ეკოლოგიაა“… მაგრამ ძველი ცოდნა გვეუბნება - არც ერთი დაავადება არ მოდის შემთხვევით. ეს არის სიგნალი, რომ ჩვენი ხასიათი და აზროვნება ბალანსიდან გამოსულია.
ვედური მედიცინა ამტკიცებს, რომ სხეული ჩვენი ფსიქიკის პროექციაა. ყველა დაავადება თავიდან იბადება ნატიფ სხეულში (გონებასა და ცნობიერებაში) და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის ფიზიკურ სხეულში. აი მხოლოდ რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებს ჩვენი ნეგატიური თვისებები ჯანმრთელობაზე:
წყენა გროვდება და „არტყამს“ ნაღვლის ბუშტსა და კუჭქვეშა ჯირკვალს. როცა ვერ ვახერხებთ ვიღაცის სიტყვების ან ქმედებების „მონელებას“, ზიანდება ჩვენი საჭმლის მონელება.
რისხვა და გაღიზიანება ანადგურებს სისხლძარღვებს და გულს. რისხვა არის ენერგიის აფეთქება, რომელიც, გარეთ ვერ გამოსვლის შემთხვევაში, შიგნიდან გვანგრევს - ზრდის წნევას და აზიანებს გულის კუნთს.
სიხარბე და ეგოიზმი იწვევს სახსრების დაავადებებს. სახსრები პასუხისმგებელია სხეულის მოქნილობაზე, ხოლო სიხარბე გვხდის მოუქნელს სამყაროსთან ურთიერთობაში.
დეპრესია და პესიმიზმი აჩენს ონკოლოგიურ პროცესებს. როცა ადამიანი კარგავს ცხოვრების გემოს, მისი სხეული თითქოს თვითგანადგურებას იწყებს.

რა უნდა გავაკეთოთ? არ უნდა დავთრგუნოთ ემოციები - უნდა შევცვალოთ ხედვა.
თუ ვინმეზე გაღიზიანებას გრძნობთ, ეცადეთ მასში მტერი კი არა, მასწავლებელი დაინახოთ, რომელიც გაჩვენებთ იმას, რასაც დიდი ხანია ყურადღება უნდა მიაქციოთ.
პატიება, სიკეთე, ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტი და სამყაროს მიღება - საუკეთესო „წამლებია“. მხოლოდ ტაბლეტებით შედეგის მკურნალობა, მიზეზის (ხასიათში) გარეშე, უაზრობაა.
აღმოფხვერით მიზეზი თქვენს ხასიათსა და ხედვაში და შედეგებიც გაქრება,“ - ამბობს ეზოთერიკოსი.
ფსიქოსომატიკის თემაზე მეცნიერებს შორის ერთიანი პოზიცია არ არსებობს, თუმცა სპეციალისტების ნაწილი თანხმდება, რომ ემოციურ მდგომარეობას მართლაც შეუძლია გავლენა იქონიოს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამიტომ ექიმები ხშირად ურჩევენ პაციენტებს, მკურნალობასთან ერთად ყურადღება მიაქციონ სტრესის მართვას, ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასა და ცხოვრების ჯანსაღ წესს.
03/04/2026