Logo

ეს გემრიელია

დესერტი "კრაფინი" - რეცეპტი ზმნა.ჯის მკითხველისთვის

დესერტი "კრაფინი" - რეცეპტი ზმნა.ჯის მკითხველისთვის

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ეს გახლავთ ჰიტ-დესერტი სახელად "კრაფინი". კრაფინის ისტორია კი ასეთია: კრაფინი არის ჰიბრიდი კრუასანსა და მაფინს შორის. მისი პირველი კონცეფცია დაიბადა მელბურნში, „Lune Croissanterie“-ს მიერ, სადაც, პირველად შექმნეს, ფენოვანი ცომი მაფინის ფორმაში, მაღლა ამოსული სპირალით.

რამდენიმე წელიწადში იდეამ სან-ფრანცისკომდე მიაღწია, „Mr. Holmes Bakehouse“-ში, სადაც კრაფინი ნამდვილ მსოფლიო ვირუსად გადაიქცა – დილის რიგებით, მოპარული რეცეპტით და ათასობით ფოტო instagram-ში.

დღეს კრაფინი უკვე თანამედროვე საკონდიტრო ბაზრის კლასიკაა:

კრუასანის ცომი, მაფინის ფორმა, ქათქათა ფაფუკი კრემი და თხილითა და ქიშმიშით, იდეალური კომბინაციაა, რომელი მსოფლიო სამზარეულომ მიიღო და შეიყვარა.

სპეციალურად ზმნა.ჯის მკითხველისთვის, გემრიელი კერძების რეცეპტებს, თავისი ისტორიებითა და ორიგინალი ფოტო-ვიდეო მასალით, პერიოდულად შემოგთავაზებთ.

ამჯერად, კრაფინი - ზმნა.ჯის სამზარეულოდან, სპეციალურად თქვენთვის.


***

ინგრედიენტები

ᲠᲫᲔ 150 ᲛᲚ; ᲛᲨᲠᲐᲚᲘ ᲡᲐᲤᲣᲐᲠᲘ 11Გ; 2 ᲙᲕᲔᲠᲪᲮᲘᲡ ᲒᲣᲚᲘ ᲓᲐ 1 ᲛᲗᲚᲘᲐᲜᲘ ᲙᲕᲔᲠᲪᲮᲘ; ᲨᲐᲥᲐᲠᲘ 100Გ (ᲨᲔᲒᲕᲘᲫᲚᲘᲐ ᲒᲐᲕᲖᲐᲠᲓᲝᲗ ᲠᲐᲝᲓᲔᲜᲝᲑᲐ) ᲒᲔᲛᲝᲕᲜᲔᲑᲘᲗ; ᲛᲐᲠᲘᲚᲘ ᲜᲐᲮᲔᲕᲐᲠᲘ Ჩ/Კ; ᲙᲐᲠᲐᲥᲘ (50 ᲒᲠᲐᲛᲘ + 80 ᲒᲠᲐᲛᲘ, ᲒᲣᲚᲡᲐᲠᲗᲘᲡᲗᲕᲘᲡ);
ᲤᲥᲕᲘᲚᲘ 350Გ (ᲪᲝᲛᲘᲡ ᲡᲘᲡᲥᲘᲡ ᲛᲘᲮᲔᲓᲕᲘᲗ ᲨᲔᲒᲕᲘᲫᲚᲘᲐ ᲒᲐᲕᲖᲐᲠᲓᲝᲗ ᲠᲐᲝᲓᲔᲜᲝᲑᲐ);
ქიშმიში ან ცუკატები 250 ᲒᲠᲐᲛᲘ;
ᲕᲐᲜᲘᲚᲘ 2 ᲨᲔᲙᲕᲠᲐ/ᲗᲮᲔᲕᲐᲓᲘ ᲕᲐᲜᲘᲚᲘ 2 ᲡᲣᲤᲠᲘᲡ ᲙᲝᲕᲖᲘ.

***

მზადება

ᲗᲑᲘᲚ ᲠᲫᲔᲨᲘ ᲒᲐᲕᲐᲥᲢᲘᲣᲠᲝᲗ ᲡᲐᲤᲣᲐᲠᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲡᲐᲪ ᲓᲐᲕᲐᲛᲐᲢᲔᲑᲗ 1 Ჩ/Კ ᲨᲐᲥᲐᲠᲡ;

ᲞᲐᲠᲐᲚᲔᲚᲣᲠᲐᲓ: ᲐᲕᲗᲥᲕᲘᲤᲐᲕᲗ ᲙᲕᲔᲠᲪᲮᲘᲡ ᲒᲣᲚᲡ ᲓᲐ ᲛᲗᲚᲘᲐᲜ ᲙᲕᲔᲠᲪᲮᲡ ᲨᲐᲥᲐᲠᲗᲐᲜ ᲔᲠᲗᲐᲓ;
ᲛᲘᲦᲔᲑᲣᲚ ᲛᲐᲡᲐᲡ ᲓᲐᲕᲐᲛᲐᲢᲔᲑᲗ ᲒᲐᲛᲓᲜᲐᲠ ᲙᲐᲠᲐᲥᲡ ᲓᲐ ᲒᲐᲐᲥᲢᲘᲣᲠᲔᲑᲣᲚ საფუარიან რძეს, ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲛᲐᲠᲘᲚᲡ, ᲕᲐᲜᲘᲚᲡ (ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲔᲚᲘᲐ ᲓᲐᲕᲣᲛᲐᲢᲝᲗ ᲤᲝᲠᲗᲝᲮᲚᲘᲡ ᲪᲔᲓᲠᲐ) ᲛᲘᲦᲔᲑᲣᲚ ᲛᲐᲡᲐᲡ ᲔᲢᲐᲞᲝᲑᲠᲘᲕᲐᲓ ᲕᲐᲛᲐᲢᲔᲑᲗ ᲤᲥᲕᲘᲚᲡ ᲓᲐ ᲕᲘᲬᲧᲔᲑᲗ ᲖᲔᲚᲕᲐᲡ, ᲒᲐᲓᲛᲝᲒᲕᲐᲥᲕᲡ ᲖᲔᲓᲐᲞᲘᲠᲖᲔ ᲓᲐ ᲖᲔᲗᲘᲐᲜᲘ ᲮᲔᲚᲘᲗ ᲕᲐᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑᲗ 5-7 ᲬᲣᲗᲘ.

ცომი

ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲕᲐᲡᲕᲔᲜᲔᲑᲗ ᲠᲝᲛ ᲐᲛᲝᲤᲣᲕᲓᲔᲡ (ᲛᲐᲡᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲘᲖᲐᲠᲓᲝᲡ ᲝᲠᲯᲔᲠ) - ᲐᲛᲝᲤᲣᲔᲑᲣᲚᲘ ᲪᲝᲛᲘ ᲒᲐᲓᲛᲝᲒᲕᲐᲥᲕᲡ ᲖᲔᲓᲐᲞᲘᲠᲖᲔ, ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲕᲧᲝᲗ ᲡᲐᲛ ᲜᲐᲬᲘᲚᲐᲓ და ᲕᲐᲑᲠᲢᲧᲔᲚᲔᲑᲗ.
ᲕᲣᲡᲕᲐᲛᲗ ᲒᲐᲛᲓᲜᲐᲠ ᲙᲐᲠᲐᲥᲡ, ᲕᲐᲧᲠᲘᲗ ᲪᲣᲙᲐᲢᲔᲑᲡ ან ქიშმიშს ᲓᲐ ᲕᲐᲮᲕᲔᲕᲗ.

ცომიცომიცომიცომი

ᲕᲓᲔᲑᲗ ᲤᲝᲠᲛᲐᲨᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲨᲘᲪ ᲪᲝᲛᲘ ᲙᲘᲓᲔᲕ ᲣᲜᲓᲐ ᲐᲛᲝᲕᲘᲓᲔᲡ ᲓᲐ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ 170 ᲒᲠᲐᲓᲣᲡᲖᲔ ᲒᲐᲮᲣᲠᲔᲑᲣᲚ ᲦᲣᲛᲔᲚᲨᲘ ᲛᲝᲕᲐᲗᲐᲕᲡᲔᲑᲗ ᲒᲐᲛᲝᲡᲐᲪᲮᲝᲑᲐᲓ .(ᲓᲠᲝ ᲒᲐᲜᲘᲡᲐᲖᲦᲕᲠᲔᲑᲐ ᲙᲠᲐᲤᲘᲜᲘᲡ ᲡᲘᲓᲘᲓᲘᲡ ᲛᲘᲮᲔᲓᲕᲘᲗ ᲡᲐᲨᲣᲐᲚᲝᲓ 45 ᲬᲣᲗᲘ).

ნამცხვარინამცხვარინამცხვარინამცხვარი

ავტორი: ზმნა

11/20/2025

დესერტიისტორიარეცეპტიტკბილეული
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024