ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი გულისტკენას გამოხატავს იმის გამო, რომ ადამიანები მისი თავმდაბლური დამოკიდებულებით სარგებლობენ და ურთიერთობაში ყოველგვარ ზღვარს გადადიან.
მომღერალი ამბობს, რომ შეურაცხყოფებისა და ლანძღვა-გინების მოთმენას აღარ აპირებს.
"დღეიდან ადამიანებისთვის ირიბად მოყენებულ შეურაცხყოფასაც არ გავუტარებ, არანაირი არც თმენის ვალდებულება არ მაქვს და არც ჩემი პროფესიაა ვინმესთვის მწვანე შუქი, რომ მე, ჩემს ოჯახს და ჩემს ახლობლებს, ან გვწყევლოს, ან შეურაცხყოფა მოგვაყენოს, ან მორალი გვიკითხოს ან რაიმეში დაგვადანაშაულოს.
ამ ჩემმა პროფესიამ ან ადამიანების მიმართ კეთილმა დამოკიდებულებამ ,მრავალი
ადამიანისთვის გაახსნილა აგდებული
დამოკიდებულება და "შეჩემას" ხარისხში საუბარი.
ღირებულებების არ ქონა, გაიდლაინებით აზროვნება, ფეხის ხმაზე აყოლა, პრიორიტეტების არასწორი იერარქია, ფსევდო ჰუმანურობა, ფსევდო რელიგიურობა, საჭიროს და არა საჭიროს შორის ზღვრის გაქრობა, სხვისი აზრისა და უფლების უგულებელყოფა, კანონის საკუთარ თავზე მორგება და არა კანონზე მორგება, ყურის იმ მხრიდან გამობმა საიდანაც აწყობთ, საკუთარზე თვალის დახუჭვა და სხვაზე გადავლა...
კიდე ვრცლად შეიძლება ჩამოთვლა.
სწორედ ესაა ის რის გამოც წინ არ და ვერ წავალთ...
არავინ არ გაიჭაჭანებს ჩემს ახლოს არც სოციალურ ქსელში და არც ფიზიკურად, ვისთანაც მინიმუმ ზემოთ ნათქვამში შეუთავსებლობა მექნება!" - წერს მომღერალი.
03/09/2026