რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
საქართველოს ახალი პატრიარქი ჰყავს. 12 მაისს სვეტიცხოველში შიო მესამის ინტრონიზაცია გაიმართა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, საზეიმო ლიტურგიაზე, აღსაყდრებისას გადასცეს მართვის სიმბოლოები - საპატრიარქო მიტრა, თავსაბურავი, ჯვარ-პანაღიები და კვერთხი.
ილია მეორის ინტრონიზაცია სვეტიცხოველში, 1977 წლის 25 დეკემბერს გაიმართა.

შიო მესამე, საერო ცხოვრებაში ელიზბარ მუჯირი 1 თებერვალს 57 წლის გახდა. რეჟისორი გიო მგელაძე, თავის კლასელსა და ნათლიაზე ჰყვება.
გიო მგელაძე: მამა შიო (ელიზბარი) ჩემი კლასელი და ნათლიაა. მერვე კლასში ვიყავი, ბაბუაჩემი რომ გარდაიცვალა და მან და ირაკლი კაკაბაძემ მომნათლეს.
საოცარი ურთიერთობა გვქონდა და იყო ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ადამიანი ჩემი ბავშვობიდან. ყველას უყვარდა. მანათობელი იყო. მშობლებიც ასეთი მანათობელი ჰყავდა და ბებია-ბაბუებიც. მისი მამა, ძია მურაზი, გარეგნობით ჯეკ ნიკოლსონს ჰგავდა. ამ დროს, შინაგანად, ვლადიმერ ვისოცკი იყო. ფანტასტიკურ სიმღერებს წერდა. პროფესიით არქეოლოგი იყო. დედა, ნანა ქურდიანი, ფილოლოგიის დოქტორი გახლდათ.
ელიზბარი კი ყოველთვის კეთილი და სამართლიანი იყო. სწორი დამოკიდებულება ჰქონდა ყველაფრისადმი. მართალი ადამიანია ბავშვობიდან. განათლებული იყო თავიდან.



მერვე კლასიდან მუსიკალურ ათწლედში გადავიდა და შემდეგ კონსერვატორიაში ჩააბარა. ჩელოზე უკრავდა. მასზე, როგორც ჩელოისტზე, ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ. კონცერტებზე უკრავდა.
მერე ბერი გახდა. როდესაც შიო მღვიმის მონასტერში იყო, ვაკითხავდი და იქ ვრჩებოდი. ის გახდა ჩემი პირველი სულიერი დამრიგებელი, მრჩეველი. მეც გულახდილად ვუზიარებდი და ვუზიარებ ყველაფერს დღემდე. ერთმანეთს ჩვენ-ჩვენ დამოკიდებულებებზე ვესაუბრებით. მაქვს ეს ფუფუნება, ის არის მეგობარი და ნათლია ერთად.

ფოტოზე: გიორგი მარგველაშვილი, ლევან ვასაძე, მამა გიორგი ჭიჭინაძე, ელიზბარ მუჯირი (უკვე პატრიარქი), ირაკლი კაკაბაძე და გიო მგელაძე
თავმდაბალი ადამიანია. ისევ ძველებურად ვურთიერთობთ. თუმცა რიდი მაინც არის.
დღემდე აქვს პატარა ელიზბარის ღიმილი და გაცისკროვნებული თვალები. ისევ ისე უცისკროვნდება თვალები, როგორც ბავშვობაში. რაც მთავარია, ის არ შეცვლილა.


05/12/2026