Logo

"დღემდე მახსოვს, როგორ გაჭრეს კარის ბადე და იქიდან მიშა მესხი გამოასვენეს" - გიგი დედალამაზიშვილის მოგონება

"დღემდე მახსოვს, როგორ გაჭრეს კარის ბადე და იქიდან მიშა მესხი გამოასვენეს" - გიგი დედალამაზიშვილის მოგონება

01/15/2026

ტექსტის ზომა

მომღერალმა გიგი დედალამაზიშვილმა გამოცემა „სარბიელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საკუთარი სპორტული ბავშვობა გაიხსენა.

მომღერალმა აღნიშნა, რომ მისი ბაბუა, ლეგენდარულ მიშა მესხთან მეგობრობდა და საფეხბურთო კლუბ „ავაზაში“ გიგი სწორედ მიშა მესხის ხათრით დაჰყავდა.

„მიშა მესხი რომ გარდაიცვალა, პატარა ვიყავი. მაშინ ბაბუაჩემმა პირველად იტირა...

ცრემლი რომ გადმოაგდო, გამიკვირდა და ვკითხე, რა მოხდა ბაბუ-მეთქი? მაშინ მითხრა, დიდი კაცი წავიდაო, მინდა მის დაკრძალვაზე წამომყვე და ამ ისტორიული მოვლენის მონაწილე შენც იყოო.

მართლაც, დღემდე მახსოვს ის მომენტი, როგორ გამოასვენეს მიშა მესხი, როგორ გაჭრეს კარის ბადე და იქიდან გაასვენეს,“ - იხსენებს გიგი დედალამაზიშვილი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026