Logo

საზოგადოება

"დღეს ჩვენ ვართ ცხოველების ხმა" - რას გეგმავენ ცხოველთა მოყვარულები

"დღეს ჩვენ ვართ ცხოველების ხმა" - რას გეგმავენ ცხოველთა მოყვარულები

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

"დღეს ჩვენ ვართ ცხოველების ხმა - 4 აპრილს, მიუსაფარ ცხოველთა დაცვის დღეს, გელოდებით კანცელარიასთან" - ხალხს მოუწოდებს ორგანიზაცია "ენიმალ რესქიუ ჯორჯიას" დამფუძნებელი, თიკო კვალიაშვილი. ამ ორგანიზაციამ სურსათის ეროვნულ სააგენტოში, საპროტესტო განცხადებები, ცხოველთა უფლებების კომიტეტთან ერთად შეიტანა.
"დაუშვებელია ის მეთოდები, რა მეთოდებითაც სახელმწიფო მიუსაფრებს უსწორდება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩუმებას!" - აცხადებს თიკო კვალიაშვილი.

ცხოველთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე, თინათინ ჭავჭანიძე აღნიშნავს, რომ 20 წელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობს და ის, რაც დღეს ხდება, ხალხის წინააღმდეგ წასვლაა.

"რაღაცნაირად დავადექით ცივილურ გზას, დაინერგა დაჭერა, სტერილიზაცია, ვაქცინაცია და ცხოველის უკან დაბრუნება. მოსახლეობის ცნობიერება ამაღლდა ისე, რომ არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ან სახლში არ ჰყავს, ან მიკედლებული არ ჰყავს ძაღლი. ქუჩაში დგას ჯამი, სახლი, წყალი, საკვები. მოსახლეობა ზრუნავს მათზე. ძაღლი ოჯახის წევრად გამოცხდა უამრავ ქვეყანაში და უცებ, ამდენი ხალხის წინააღმდეგ წავიდა სახელმწიფო. ყველაზე დაუცველების დაჩაგვრით თუ იწყებენ, მთლად კარგად არ არის საქმე" - ამბობს თინათინ ჭავჭანიძე.

თინა ჭავჭანიძე და თიკო კვალიაშვილი

ორგანიზაცია "ენიმალ რესქიუ ჯორჯიას" დამფუძნებელი თიკო კვალიაშვილი:

- მე საკუთარ ფინანსებს, ძალებს, ჯანმრთელობას ვწირავ იმას, რომ ქვეყანაში მიუსაფარ ცხოველთა მდგომარეობა გამოსწორებული იყოს. ვნახეთ, როგორ დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თავისი მავნებლური კანონის აღსრულება. საპილოტე პროგრამა, ერთი წლის წინ, დასავლეთ საქართველოში დაიწყეს და ფაქტობრივად, არ დატოვეს მიუსაფარი ძაღლები არსად. უამრავი ცხოველთა მოყვარული ყოველდღიურად მიკავშირედებოდა და მემუდარებოდა დახმარებას. გაწყვიტეს სიმწრით გადარჩენილი ცხოველები. გააქრეს და არ დააბრუნეს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩვენგან უნდა ისწავლოს ის გზები, რა გზებითაც ჩვენ მოვიყვანეთ მიუსაფრები აქამდე. მათთვის მიუღებელი ის, რომ ჩვენ მათზე სწორად გვესმის მიუსაფართა პრობლემის მოგვარება. გადაწყვიტეს, რომ გამოსავალი ამ სიმწრით მოყვანილი ცხოველების განადგურებაა. მიკედლების არეალიდან ცხოველის დაუსახლებელ ადგილას გადასმა, სადაც მოყვარულს არ შეუძლია ყოველდღე მისვლა და გამოკვება, მისი განადგურების ტოლფასია.

სადღაც გადაკარგულ ადგილას აბრუნებენ ცხოველებს, სადაც ფიზიკურად შეუძლებელია გადარჩე, თუ ვინმემ არ გამოგკვება. უმეტესობას, მეც პირადად, მანქანა არ მყავს. შეუძლებელია დაუსახლებელ ადგილებში იარო და კვებო ეს ძაღლები. თანაც იქ, ეს ცხოველები, გახდებიან გარეული ცხოველების მსხვერპლი. ნაცვლად იმისა, რომ სურსათი ეროვნული სააგენტო ჩვენს ქვეყანაშო ებრძოდეს ცოფს, ამ გზით ცოფის გავრცელებას უწყობს ხელს. სტატისტიკას რომ გაეცნოთ, ცოფის მაჩვენებელი იმატებს.

ძაღლები

დღეს მიუსაფრებზე ნადირობა დაიწყეს.

ეს მავნებლური კანონი უნდა გაჩერდეს. რეალური გამოსავალი რა არის, არანაირი წარმოდგენა არ აქვთ. ჩვენთან ერთად უნდა გაიარონ, რათა შევჯერდეთ საერთო კანონზე.

4 აპრილს, მიუსაფარ ცხოველთა დაცვის დღეს, თითოეულ ცხოველთა მოყვარულს 4 საათიდან გელოდებით კანცელარიასთან, რადგან დღეს ჩვენ ვართ ცხოველების ხმა."

ავტორი: ზმნა

04/02/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024