საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მსახიობსა და ინფლუენსერ თამუნა მდივანს, გასული წლის 29 აპრილს, ვაჟი გიორგი მდივანი გარდაეცვალა. მიზეზზე გარდაცვლილის ნათლია სოციალურ ქსელში წერდა, რომ გიორგის ძილში პირღებინება დაეწყო და გაიგუდა. მდივანის უფროს ქალიშვილს, სალომე ქათამაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. მომღერალი, არაერთ პოპულარულ შოუსა თუ მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობით გავიცანით.

პერიოდულად თამუნა ვიდეოებს წერს და თავის ამჟამინდელ შინაგან მდგომარეობაზე საუბრობს...
თამუნა მდივანი: რამდენიმე თვეა, ალბათ, რვა თვეა გიორგი არ დამსიზმრებია.
გიორგი ყველას ესიზმრებოდა ჩემს ირგვლივ. ყველას აბარებდა, უთხარით დედას, რომ კარგად ვარო.
ახლა მივხვდი, რატომ არ მესიზმრებოდა გიორგი აქამდე. დღეს დამესიზმრა ძალიან ცოტა ხნით და თავიდან განმიახლდა ეს ყველაფერი, თითქოს სადღაც მიყუჩებული. ამას არაფერი არ აყუჩებს, მაგრამ... რაღაც მომენტში გრძნობ, რომ უნდა გააგრძელო სიცოცხლე.
დღეს გარეთ გამოსვლა არ მინდოდა. ეს არის ბრძოლა, ამას ჰქვია ბრძოლა. ავდექი და ძალით გამოვედი გარეთ. ვცდილობ, ყველაფერს ვაკეთებ, რომ უკეთ ვიყო. უკეთ როგორ? არ ვიცი... არ არსებობს წუთი წამი. ვიღიმი - არ ვიღიმი... ვერ გეტყვით, რომ არ ვიცინი. რაღაცებზე მეღიმება. ხანდახან რაღაც გამიხარდება, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად გიორგი არის სულ ჩემთან. არც ერთი წამი არ არის მის გარეშე.

მაპატიეთ ცრემლები. მინდოდა მეთქვა, რომ ალბათ, ამიტომ არ გვესიზმრებიან ჩვენი შვილები, ასეთ დღეში რომ არ ჩავვარდეთ.
თითქოს ტალღებადაა, მოაქვს უფალს სიმშვიდე. ხანდახან ისეთი სიმშვიდე მოდის, რომ მე თვითონ გაოცებული ვარ.
ვიცი, რომ გიორგი კარგად არის. რომ ადრე თუ გვიან, როცა ამას უფალი ინებებს, ჩვენ შვეხვდებით ერთმანეთს. მაგრამ მონატრებას უნდა გავუძლო, ამას სულ ვფიქრობ.
02/19/2026