Logo

"დღეს დათას არ სჭირდება თერაპიები" - თათია სულუაშვილი შვილის დიაგნოზზე

"დღეს დათას არ სჭირდება თერაპიები" - თათია სულუაშვილი შვილის დიაგნოზზე

10/04/2026

ტექსტის ზომა

კომედი შოუს მსახიობმა თათია სულუაშვილმა ეკა ჩხეიძის "პირველ სტუდიაში" უმცროსი შვილის დიაგნოზზე ისაუბრა.
ის, რომ დათას აუტისტური სპექტრის ნიშნები ჰქონდა, ბავშვს წლინახევრის ასაკში შეამჩნიეს. ამის მერე იყო ბევრი უძილო ღამე, გაუთავებელი თერაპიები, ოჯახისა და ახლობლების დაუზოგავი ძალისხმევა...
ახლა დათა 9 წლისაა და თათია ამბობს, რომ ბიჭმა სირთულეები უკან მოიტოვა და მისი მდგომარეობა აბსოლუტურად შეიცვალა.
მსახიობმა ამ ამბავთან დაკავშირებით ერთი ემოციური ისტორია გაიხსენა.

"იმ პერიოდში ისრაელში ხშირად მიწევდა წასვლა, მახსოვს გოდების კედელთან სურვილების ფურცელზე დავწერე - "დათას მოეხსნას დიაგნოზი ოდესღაც..." და კედელში, სურვილებში შევაცურე...

მე მჯერა, რომ რწმენა ძალიან მნიშვნელოვანია. რაც გულით გწამს, ის აგისრულდება...


არ ვიცი ეს რა იყო, რა განსაცდელი მომივლინა უფალმა და რისთვის მომივლინა. ალბათ რაღაც უნდა შემეცვალა, ალბათ უფრო ძლიერი უნდა გავმხდარიყავი... დათას დიაგნოზის შემდეგ რადიკალურად სხვა ადამიანი გავხდი...
არც ის ვიცი ჩემმა შრომამ გამოიღო შედეგი თუ უბრალოდ გამიმართლა. მთავარია, რომ დღეს დათას არ სჭირდება თერაპიები და თავს ძალიან კარგად გრძნობს. დღეს შეიძლება ითქვას, რომ იდეალური მდგომარეობა გვაქვს," - თქვა მსახიობმა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

აუტიზმიდიაგნოზითათია სულუაშვილითერაპიაშვილი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026