ასტროლოგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"დღეს, ხვალ და ზეგ - მთვარე ცაზე არ გამოჩნდება. ასეთი დღეები დგება ხოლმე ახალმთვარეობამდე 2 დღით ადრე და ასევე მომდევნო 2 დღეც უმთვარეოა (ანუ 29-ე, 30-ე, 1-ლი და მე-2 მთვარის დღეები.) - ამ დღეებს ჰეკატეს დღეებს უწოდებენ" - წერს ფეისბუქზე ასტროლოგი ხათუნა ნოელი და ამ დღეების სახელობის ქალღმერთის ისტორიას გვაცნობს და მათ, ვისაც ასტროლოგიის სჯერა, აფრთხილებს, რისი გაკეთებაა მართებული ამ სამ დღეს და რა იკრძალება.
ხათუნა ნოელი: ზოგიერთი აქ მე-15 მთვარის დღესაც მიათვლის, რაც არანაირად არაა სწორი, რადგან ეს დღეები დაკავშირებულია მთვარის ბნელ მხარესთან, (რომელსაც ლეგენდის თანახმად მართავს ქალღმერთი ჰეკატე, მაგიის, შხამის, ღამის, ზღურბლების, საზღვრებისა და გზაჯვარედინების ქალღმერთი.) მე-15 დღე კი სავსემთვარეობაა და ღამის მნათობი მთელი თავის მშვენებით ჩანს.
ადვილი მისახვედრია, რომ ეს დღეები ბნელ და ბოროტად ითვლება.
ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ჰეკატე ბერძნულამდე თავდაპირველად თრაკიული ან ზოგი ვერსიით კი ანატოლიური, მთვარისა და მარადიული ახალგაზრდობის მფარველი ქალღმერთი იყო. შესაძლოა ის იყოს იშთარის სახეცვლილებაც.
როგორიც არ უნდა იყოს ჰეკატეს წარმომავლობა, ელინურ ხანაში ის მთვარის ღვთაებიდან ქვესკნელის დედოფლად გადაიქცა.
ჰეკატეს სამბუნებოვან ქალღმერთად გამოსახავდნენ ხოლმე. (ან სამ ახალგაზრდა ქალად, ლამაზი სახეებით, ) მაგრამ ასევე მას ასახავდნენ როგორც ახალგაზრდა გოგოს, ქალს და მოხუცს, რომელსაც ექვსი ხელიდან ერთ-ერთში ყოველთვის უჭირავს ჩირაღდანი. სხვა ხელებში ვხედავთ გველებს, გასაღებებს, ხანჯლებს, თოკებს, ბალახებს და საიდუმლო ნივთებს. ჰეკატეს ზოგჯერ გამოსახავდნენ გველის კიდურებით. თუმცა გველი არ იყო ჰეკატესთან დაკავშირებული ერთადერთი არსება. მას ჰყავდა ორი დემონური ძალისმქონე ძაღლი, რომლებიც ასრულებდნენ მის ბრძანებებს. მას ეკუთვნოდა ყველა სახის მცენარეული შხამიც. ჰეკატეს თაყვანს სცემდნენ, როგორც ბებიაქალსაც ( დანა და თოკი ჭიპლარის შესაკრავად იყო განკუთვნილი).
ის ასევე იცავდა სამყაროსეულ საიდუმლოებებს და ყველას, ვინც ცდილობდა სულების სამფლობელოში შესვლას ინიციაციისა და მასწავლებლის/ მეგზურის გარეშე - სასტიკად სჯიდა და ჭკუიდან შლიდა. ვინც გაუძლებდა მის განსაცდელებს, ანიჭებდა უზარმაზარ და გამანადგურებელ ურანისტურ ძალას, რომელსაც თავადაც ფლობდა...

ჰეკატეს დღეებში ტარდებოდა ხოლმე უბედურებისგან და უწმინდურებისაგან დაცვის/ გაწმენდის რიტუალები, ასევე გასაახალგაზრდავებელი რიტუალებიც. თუმცა იგივე დღეებში "კუდიანები" და ჯადოქრები თავიანთი "შაბაშების" ჩასატარებლადაც იყენებდნენ.
თავდაცვის მიზნით აუცილებელია ვიცოდეთ, თუ ამ დღეებში, რისი გაკეთება არის მკაცრად აკრძალული:
ახალი ბიზნესის დაწყება;
შოპინგი;
ქირურგიული ოპერაციები;
ფულის გასესხება;
ურთიერთობების გამორკვევა, კამათი;
პროვოკაციებზე აყოლა.
რა უნდა გააკეთოთ:
გაუშვათ წყენები;
მოიშოროთ ზედმეტი/ უსარგებლო ნივთები;
დაემშვიდობოთ იმ ხალხს, ვისთანაც ურთიერთობა აღარ გსიამოვნებთ;
კარგია წარსულის გამოცდილების/ შეცდომების/ მიღწევების გაანალიზება;
მიიღოთ აბაზანები ეთერზეთებით;
იმარხულოთ;
ეკონტაქტოთ მხოლოდ საყვარელ ადამიანებს...
სინამდვილეში ჰეკატე არც ისეთი ბოროტია, როგორსაც ხმებს უყრიან. სადღაც, მისი არსის სიღრმეში, ისევ ის მარადიული ახალგაზრდა და ლამაზი ქალწული თვლემს.

01/18/2026