Logo

რელიგია

დღეს მირქმაა, ღმერთთან შეხვედრის დღესასწაული - გილოცავთ!

დღეს მირქმაა, ღმერთთან შეხვედრის დღესასწაული - გილოცავთ!

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს.

„მირქმა“ პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს მიხუტებას, მკერდზე მიკვრას. საღვთისმეტყველო გააზრებით კი მირქმა არის ღმერთთან შეხვედრის დღესასწაული.

მირქმა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია.

მირქმა - ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში მიყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ: ერთი წლის კრავს, ხოლო სიღარიბის შემთხვევაში, წყვილ გვრიტს ან მტრედის ხუნდს.

წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი, რომელსაც იგი, ანგელოზის სიტყვისამებრ, სამნახევარ საუკუნეზე მეტხანს ელოდა. ებრაულიდან ბერძნულად წმინდა წერილის თარგმნის დროს მას სურდა "ქალწულმა მუცლად იღო" სიტყვა ქალით შეეცვალა. ანგელოზმა მას შესწორება აუკრძალა და უთხრა, რომ ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს იხილავდა.

მირქმა

წმინდა სვიმონი იესოს კრძალვით მიეგება, თავის მკლავზე მიირქვა, მიიწვინა და განაცხადა: „აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა. მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი“. ამ ფაქტის შემდეგ წმინდა სვიმონი მალე აღესრულა.

მირქმა VI საუკუნემდე გამორჩეულად არ აღინიშნებოდა. 528 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს, ანტიოქიას თავს საშინელი მიწისძვრა დაატყდა, რომელმაც მრავალი ადამიანი იმსხვერპლა; სტიქიას შავი ჭირის ეპიდემიაც დაერთო, ყოველდღე რამდენიმე ათასი ადამიანი იხოცებოდა. ამ განსაცდელის დროს ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ეუწყა, რომ მირქმის დღესასწაული უფრო საზეიმოდ აღენიშნათ. როცა ამ დღეს ღამისთევის ლოცვები და ლიტანიობა აღასრულეს – ბიზანტიაში უბედურება შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, 544 წელს, ეკლესიამ განაჩინა, რომ მირქმა (მიგებება)იესო ქრისტესი უფრო საზეიმოდ აღენიშნათ. 

მირქ

***

ლოცვა, რომელიც მრევლმა მირქმის დღესასწაულზე უნდა წაიკითხოს.

„ტროპარი: გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა.

კონდაკი: საშო რა ქალწულებრივი განსწმინდე შობითა შენითა და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ ვითარცა გშვენოდა, უსწვრე აწცა და გვაცხოვნენ ქრისტე ღმერთო, დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქობა ჩუენი და დაიცვენ მეფენი, რომელნი შეიყვარენ, მხოლოო კაცთ-მოყვარე.“

***

სასურველია, მირქმის დღეს, ბავშვებმა დალოცონ მშობლები და მშობლებმა - შვილები; ერთმანეთში გაცვალონ ანთებული სანთლები, ახალშობილ იესოს და წმ. სვიმეონ მიმრქმელს კი, გარდაცვლილი წინაპრები,  ახლობლები შეავედრონ. წყალობა სთხოვონ საკუთარი თავის, ოჯახისა და სამშობლოსათვის.

ავტორი: ზმნა

02/15/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024