Logo

"დღეს შენი ორმოცი მქონდა. ძალიან მიჭირს, დე" - ჟურნალისტ ნანა ახვლედიანის ძალზე ემოციური პოსტი

"დღეს შენი ორმოცი მქონდა. ძალიან მიჭირს, დე" - ჟურნალისტ ნანა ახვლედიანის ძალზე ემოციური პოსტი

09/20/2026

ტექსტის ზომა

27 წლის ლიზი მოისწრაფიშვილის გარდაცვალებიდან ორმოცი დღე გავიდა. ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ნანა ახვლედიანის ქალიშვილი 11 აგვისტოს მაღალსართულიანი სახლიდან გადავარდა. ამბავმა არა მხოლოდ ბათუმი, მთელი ქვეყანა შეძრა... ულამაზესი ლიზის ტრაგიკული გარდაცვალება დაუჯერებელი იყო მისი გარემოცვისთვის. მოდელის, ტელესახისა და ბათუმელებისთვის საყვარელი გოგონას დედა, ძალზედ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

ლიზი მოისწრაფიშვილი

ნანა ახვლედიანი: სიზმარში მგონია, დე, თავი... დღეს შენი ორმოცი მქონდა... ვერაფრით ვიჯერებ, რომ ეს ჩემსა და შენს თავს ხდება...

ადრე დრო რომ გადიოდა, გული მწყდებოდა წლები მიფრინავენთქო... ახლა ყველა წამის გასვლა შენთან მოსვლის დროს მიჩქარებს და მიხარია...

მჯერა უფალი ჩაგიხუტებდა, მაგრამ ძალიან რომ მიჭირს უშენობა? რომ მემატება შენი მონატრება, რა გავაკეთო???

ვცდილობ,ძალიან ვცდილობ თავი ავიყვანო, მაგრააამ ძალიან ძნელიააა... ძალიან მტკივა და ძალიან მიჭირს, დე (((

ლიზი მოისწრაფიშვილი

დედაშვილობა უსასრულოა-მეთქი, ხომ გეუბნებოდი, დედიკუნა, რომ დაიწყება არასოდეს არ მთავრდება, არასოდეს! დანარჩენი ყველაფერი დროებითია, დედაშვილობა მარადიულია, მე ისევ შენი უღალატო დედა ვარ და შენ სულ ჩემი ერთადერთი სიყვარული იქნები, დე, სადაც არ უნდა იყო.

ლიზი მოისწრაფიშვილი

ჩემი მოუშუშებელი ტკივილი ხარ, დედიკო, არც ერთი წამალი, არც ერთი ექიმი, არც ერთი ადამიანი რომ ვერ გამიყუჩებს, ისეთი ტკივილი ხარ, ჩემო ერთადერთო ანგელოზო.

მშვიდად იძინე, დედიკო. მე მალე მოვალ შენთან.

ლიზი მოისწრაფიშვილილიზი მოისწრაფიშვილი

ასევე დაგაინტრესებთ:

"ჩემი მეუღლე ფეხბურთელია. ქორწილი ბათუმში გვქონდა" - რას ჰყვებოდა ლიზი მოისწრაფიშვილი ოჯახზე

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026