Logo

"დღეს ყველა ტკივილი განმიახლდა, ვერ ვუძლებ ამდენ საშინელ ინფორმაციას!" - მძიმე დღის ბოლოს, წერს ნიკო კვარაცხელიას დედა

"დღეს ყველა ტკივილი განმიახლდა, ვერ ვუძლებ ამდენ საშინელ ინფორმაციას!" - მძიმე დღის ბოლოს, წერს ნიკო კვარაცხელიას დედა

02/18/2026

ტექსტის ზომა

დღეს, მძიმე დღის ბოლოს, როდესაც პროკორატურამ ხუთი წლის შემდეგ, ნიკო კვარაცხელიას საქმე გახსნილად გამოაცხადა და მკვლელობის დამკვეთად, კაკულიების გვერდით, ბუსა ზურაბის ძე ჟვანია დაასახელა, იზა ომაძე წერს.

"დღეს ჩემი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის 15 სექტემბერია. დიახ დღეს ყველა ტკივილი განმიახლდა, ვერ ვუძლებ ამდენ საშინელ ინფორმაციას!!!

ყველას უკლებლივ გიხდით მადლობას, განსაკუთრებით ჟურნალისტებს და ფიზიკურად თუ გინდათ რომ გადავრჩე და საქმის ბოლომდე აღსრულება ერთად აღვნიშნოთ, უნდა გამიგოთ, ცოტა ხანს სიტყვასაც ვერ ვიტყვი.

ასე ზემოდან მადლიერი სახით დაგვყურებს, ჩემი, ჩვენი და ყველას ნიკო!!!

სულ სიკეთე მოგცეთ უფალმა" - ფეისბუქზე წერს ნიკო კვარაცხელიას დედა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026