ეს არ გამოგრჩეთ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"არასქროლო" - ეს არის მიკრო სერიალი "ჩემი ცოლის დაქალების" შემქმნელებისგან, რომელიც 17 აგვისტოდან იწყება ყველგან - ინტერნეტში. ანუ მისი ნახვა შეგეძლებათ სოციალური ქსელის ყველა პლათფორმაზე - ეს იქნება ფეისბუქი, ინსტაგრამი თუ ტიკტოკი. სერიები განთავსდება იუთუბზეც.
სოციალური სატირა გააშარჟებს იმ თანამედროვე ტრენდებს, რომელიც ზოგჯერ უკიდურეს და სასაცილო ფორმებს იღებს. მოკლედ, ჩვენს თანამედროვე ყოველდღიურობას.

როგორც სერიალის პროდიუსერი - ირაკლი საღინაძე ამბობს, ეს არ იქნება ჩცდ-ს გამეორება, თუმცა მისი ეფექტი ახალ პროდუქტს ექნება და ამას ვერ გაექცევიან.
ირაკლი საღინაძე: ეს უფრო კეთილია, ვიდრე "ჩემი ცოლის დაქალები", მაგრამ არანაკლებ სატირატევადი. ჩვენი ხელწერა, ფილოსოფია, სულისკვეთება ამაშიც იგრძნობა, მაგრამ უამრავ სიახლეს ნახავს მაყურებელი; ნახავს როგორც ახალ სახეებს, ისე ჩვენს ძველ, ნაცნობ ვარსკვლავებს.
ეს იქნება სასიამოვნო საყურებელი, საინტერესო, აქტუალური. მე მგონი, ერთად ვიხალისებთ. ხშირად ისევ საკუთარ თავს დავინახავთ რაღაცებში, რაღაცებზე დავცინებთ, რაღაცებში კიდევ უფრო შეგვიყვარდება ჩვენი თავები, შეიძლება რაღაცებზე ცრემლიც მოგვადგეს.
- სად ვუყუროთ?
- ყველგან, სადაც ადამიანს შეუძლია რამე ვიდეო ნახოს, ტიკტოკი, ინსტაგრამი, ფეისბუქი, მოკლედ, ყველგან.

***
სერიალის რეჟისორი, ცხადია, გიორგი ლიფონავაა. როგორც ის ამბობს, სოციალურ ქსელში განსათავსებელი პროდუქტის ახალმა ფორმატმა, ახალი გამოცდილება შესძინა.
გიორგი ლიფონავა: - ვერტიკალური ფორმატი, თურმე, სხვა პრინციპით კეთდება. გარკვეული შეჩვევის მომენტები გვქონდა, მაგრამ რაღაც თვალსაზრისით პრობლემები მოგვიხსნა, უფრო ადვილია განათება, კომპოზიციის დაჭერა და ა.შ. საინტერესო გამოწვევაა.
- მოლოდინი როგორია?
- სოციალურ პლათფორმას - ტიკტოკს, ფეისბუქს და ა.შ. - ასეთი ტიპის სოციალური სატირა აკლდა. ჩემი აზრით, დიდი ინტერესი უნდა გამოიწვიოს. მე ვფიქრობ, რომ დიდ აფეთქებას უნდა ველოდოთ.
მიკრო სერიალში მთავარ როლებს კი ასრულებენ ვანიკო თარხნიშვილი, ანანო სირბილაძე, ფოტინე ჩილაჩავა... დანარჩენი კი დღეს, 17 აგვისტოს 19 საათზე.
ესეც სერიალის ფეისბუქგვერდის ბმული
08/16/2026