Logo

საზოგადოება

"დიდი ხნის მანძილზე ჩემი ტკივილი არ მახსოვდა. დედაჩემს ვჭირდებოდი" - მარიამ მდივანი ძმის ტრაგედიაზე

"დიდი ხნის მანძილზე ჩემი ტკივილი არ მახსოვდა. დედაჩემს ვჭირდებოდი" - მარიამ მდივანი ძმის ტრაგედიაზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გიორგი მდივანი ერთი წლის წინ, ასფიქსიით გარდაიცვალა. მსახიობისა და ინფლუენსერის, თამუნა მდვივანის უმცროსი ვაჟის მოულოდნელი გარდაცვალება, შოკისმომგვრელი იყო საზოგადოებისთვისაც. ტრაგედიაზე საუბარი უჭირს დას, მარიამ მდივანს, თუმცა "პრაიმშოუს" ეთერში, მან შეძლო გადმოეცა განცდა და ეთქვა, თუ როგორ აგრძელებს ცხოვრებას.

გიორგი მდივანი

მარიამ მდივანი: მაგ პერიოდის გახსენება არავის სურს, მათ შორის, არც მე მინდა იმ დღეების გახსენება. ისეთი მტკივნეული და მძიმეა, სანამ ამას ადამიანი გვერდიდან უყურებ, ვერ აღიქვამ, რა დონის სიმძიმე და სირთულეა ამ ყველაფერში. ისეთი განცდაა, თითქოს საკუთარი სხეულიდან გწყდება რაღაც. ეს არ არის დანაკარგი, ეს სიცარიელეა, რომელსაც ვერაფერი გივსებს, ვერასდროს.

ამ ყველაფერს თვალებში მტკიცედ ჩავხედე, ვცდილობდი, არაფერი დამამაშვიდებელი და მსგავსი სახის პრეპარატი არ მიმეღო და ეს ტკივილი ზუსტად ისე მიმეღო, როგორიც იყო, რათა გამოფხიზლების შემდეგ, დიდი დარტყმა ერთიანად რომ არ მიმეღო.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩემი ტკივილი არ მახსოვდა. ვერ განვიცდიდი ბოლომდე. ვიცოდი, რომ დედაჩემს ვჭირდებოდი, ოჯახს ვჭირდებოდი. ჩემში ძალა აღმოვაჩინე, რომ ფეხზე ვდგარიყავი. დედაჩემი კარგად უნდა ყოფილიყო, მამაჩემი და ჩემი დები კარგად უნდა ყოფილიყვნენ. დები ჩემზე ბევრად ემოციურები აღმოჩნდნენ. მათი კარგად ყოფნის პასუხისმგებლობა, ჩემ თავზე უნდა ამეღო და მე გავქვავდი.

დედას ეხმარება მისი ღვთისადმი რწმენა. დადის ეკლესიაში. ზოგადად მთელ ოჯახს გვაქვს რწმენა და ეს გვეხმარება. გვჯერა, რომ გიორგი მარადიულ სასუფეველშია. ჩვენი ოჯახის მთავარი მოტივაციაა, ისე ვიცხოვროთ, როცა გარდავიცვლებით, იქ მოვხვდეთ, სადაც ჩემი ძმაა. ეგ გზაა ყველაზე რთული.

მარიამ მდივანი

გიო რომ გაჩნდა, მე 4 წლის ვიყავი და მახსოვს, მისი დაბადება. სამშობიაროში ვიყავი. ეგ დღე ძალიან კარგად მახსოვს და საერთოდ, მისი ცხოვრების ყოველი დღე კარგად მახსოვს. ძალიან კარგი და-ძმობა გვქონდა. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, ვჩხუბობდით კიდეც. მე ვიყავი მისი პირველი მესაიდუმლე. ყველაფერს მიყვებოდა.

მარიამ მდივანი

საოცრად კარგი შვილი იყო. ძალიან მზრუნველი იყო ოჯახის ყველა წევრის მიმართ. ყველაზე დარდობდა, ყველა ანაღვლებდა. ყველაფრით დაინტერესებული იყო.

ცხოვრება გრძელდება, მაგრამ ფონი არასდროს იცვლება. მაგრამ არის ბედნიერებები, რასაც ღმერთი გვიგზავნის. ფონად მოგვყვება მასზე ფიქრი. ბოლომდე ბედნიერი ვერსდროს ხარ. გინდა გაუზიარო ეს ბედნიერება, მაგრამ ვერ...

ძალიან მძიმე დღეები რომ მაქვს, სულ ჩემთან არის. ყველაფერში ვგრძნობ მის გვერდში დგომას, მის არსებობას.

მარიამ მდივანი

ავტორი: ზმნა

05/21/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024