Logo

სასარგებლო რჩევები

"დიდი მუცელი, ყოველთვის, ჭარბი ცხიმის ბრალი არ არის" - მამუკა რაშოიანი

"დიდი მუცელი, ყოველთვის, ჭარბი ცხიმის ბრალი არ არის" -  მამუკა რაშოიანი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მუცლის არეში ჭარბი ცხიმის დაგროვება ის პრობლემაა, რომელსაც ადამიანები დიდხანს და ხშირად უშედეგოდ ებრძვიან.
პრობლემის წინაშე განსაკუთრებით 40+ ასაკის ქალბატონები დგებიან და ისინი გამოსავალს დიეტებში, ფიზიკურ აქტივობასა და ცხოვრების წესის ცვლილებაში ეძებენ.
თუმცა მუცლის ზომის ზრდა ყოველთვის ცხიმის სიჭარბეს არ უკავშირდება.

მუცლის ცხიმი

ფიტნეს ინსტრუქტორი და მანუალური თერაპიის სპეციალისტი მამუკა რაშოიანი განმარტავს, თუ რა იწვევს ძირითად შემთხვევაში ჩვენი გარშემოწერილობის გაზრდას და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება.

"ხშირად ადამიანები ცდებიან, როდესაც ფიქრობენ, რომ დიდი მუცელი მხოლოდ ჭარბი ცხიმის ბრალია. სინამდვილეში, ხშირ შემთხვევაში ეს არის არა ცხიმი, არამედ ორგანიზმში დაგროვილი ჭარბი სითხე.

მუცლის არეში წყლის შეკავება ხშირად უკავშირდება ღვიძლის ან თირკმელების არასწორ ფუნქციონირებას. თირკმელების შეფერხებული მუშაობა ყოველთვის დაავადებაზე არ მიანიშნებს;

ხშირად ამის მიზეზი კვების რაციონია. მარილი აკავებს წყალს სწორედ მუცლის არეში. განსაკუთრებით საყურადღებოა პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს მარილს:

  • შებოლილი პროდუქტები
  • ნახევარფაბრიკატები
  • ლორი, ძეხვი და სოსისი

ძეხვეული

ნახევარფაბრიკატებში არსებული ჰორმონები და ანტიბიოტიკები ხელს უწყობს წონის სწრაფ მატებას.

გახსოვდეთ, ამ შემთხვევაში მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზი და მუცლის პრესის ვარჯიშები შედეგს ვერ მოგცემთ.

რაციონიდან სრულად ამოიღეთ მავნე პროდუქტები. აუცილებელია ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის გაუმჯობესება, რაც მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატებით უნდა მოხდეს," - ამბობს მამუკა რაშოიანი.

ავტორი: ზმნა

05/11/2026

კვებამამუკა რაშოიანიმუცლის ცხიმინუტრიციოლოგი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024