Logo

"დიდი პიროვნების იუბილეა დღეს" - ნანი ბრეგვაძე 90 წლის გახდა

"დიდი პიროვნების იუბილეა დღეს" - ნანი ბრეგვაძე 90 წლის გახდა

07/21/2026

ტექსტის ზომა

21 ივლისი ნანი ბრეგვაძის დაბადების დღეა. ლეგენდა 90 წლისაა!

ქართული სცენის სახეს, იუბილეს, ვებპორტალი "ზმნა" ულოცავს. მის დაბადების დღეს ვულოცავთ საქართველოს. ნანი ბრეგვაძემ მისი მუსიკალური ინტონაციებით, ჩვენი კულტურა, მეტად დახვეწილი, გემოვნებიანი, ჰაეროვანი და უკეთესი გახადა.

და რაოდენ სასიხარულოა, რომ მისსავე სიცოცხლეში დავაფასეთ...

ნიკოლოზ რაჭველი: ყველაზე ძვირფასი, ყველაზე ისტორიული და ყველაზე მ ა გ ა რ ი მომღერალი ნანი ბრეგვაძე დღეს გახდა 90 წლის!!!

უსაზღვროდ ბედნიერი ვარ მასთან სიახლოვე და მეგობრობა რომ მხვდა წილად!

ძვირფასია ჩემთვის მისი საოცრად თანამედროვე ხედვა, მისი გემოვნება, სისადავე…

გენიალურია ყველა გაგებით, მარტო ის რად ღირს, რომ რეზო ლაღიძე, არჩილ კერესელიზე, გია ყანჩელი, გოგი ცაბაძე, გურამ ბზვანელი, ვაჟა აზარაშვილი, ბიძინა კვერნაძე, ჯანსუღ კახიძე, პეტრე გრუზინსკი, მორის ფოცხიშვილი და ყველა ჩვენი დიდი ავტორები, უშუალოდ მისთვის წერდნენ უნიკალურ “სტანდარტებს”…

დიდი პიროვნების იუბილეა დღეს, ადამიანის, ვინც ახალ წელს ახალგაზრდებთან მივიდა რუსთაველზე თანადგომისა და თანაგრძნობის გამოსახატავად! ადამიანის, ვინც შექმნა ქართული სიმღერის და რომანსის შესრულების მიუწვდომელი თამასა!

მოდით ვუსურვოთ დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და ბევრი სიკეთე, რასაც ის იმსახურებს მუსიკის წინაშე შეუდარებელი დამსახურების გამო!!!

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026