Logo

"დიდი ტკივილი მაქვს, უსაშველო ტკივილი" - მგალობელი ნაირა ნაჩხატაშვილი

"დიდი ტკივილი მაქვს, უსაშველო ტკივილი" - მგალობელი ნაირა ნაჩხატაშვილი

03/19/2026

ტექსტის ზომა

საქართველოს პატრიარქის ღვაწლსა და ქვეყნის წინაშე დიდ დამსახურებაზე საუბრობს ნაირა ნაჩხატაშვილი - მგალობელი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, ყოველ წითელ პარასკევს "იესოს დატირებას" ასრულებს.

"მინდა, ვანუგეშო სრულიად საქართველო. მივუსამძიმრო ის დიდი ტკივილი, რა ტკივილიც გვაქვს ჩვენი უწმინდესის ამ ქვეყნიდან გასვლასთან დაკავშირებით. ჩვენი უწმინდესი მე ვიცი, ყველას უყვარს. უწმინდესი, რომელიც ბოლო ქადაგებებში ხშირად იმეორებდა - "მიყვარხარ, საქართველო".

ნაირა ნაჩხატაშვილი

როგორც ვხედავ, მრევლს, საქართველოს ძალიან უყვარს უწმინდესი. მეც, გეტყვით, რომ ძალიან დიდი ჭირისუფალი ვარ. დიდი ტკივილი მაქვს, უსაშველო ტკივილი. გავიგეთ თუ არა ცუდად ყოფნის ამბავი, სისხლი გაგვეყინა და მით უმეტეს, გარდაცვალებამ დიდი ტკივილი მოგვაყენა". - ამბობს ნაირა ნაჩხატაშვილი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026