სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
სპეციალისტები სულ უფრო ხშირად ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ დილის საუზმე განსაზღვრავს ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემის მდგომარეობას მთელი დღის განმავლობაში.
ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებიც კი, მაგალითად, ცივი წყლის დალევა ან ძალიან ცხელი საკვების მიღება, შეიძლება იმ დისკომფორტის მიზეზად იქცეს, რომელსაც ხშირად “ შებერილობას“ ვეძახით.

კვების ინსტრუქტორი მარი შავაძე ამბობს, რომ დილის პირველივე არჩევანმა შეიძლება გავლენა მოახდინოს კუჭის მუშაობაზე, გამოიწვიოს გაღიზიანება და არასასიამოვნო შეგრძნებები. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მარტივი, მაგრამ ეფექტური რეკომენდაციები, თუ როგორ დავიწყოთ დღე ისე, რომ კუჭი არ დავტვირთოთ და პირიქით, ხელი შევუწყოთ მის სწორ ფუნქციონირებას.
“დილით ნუ დალევ ცივ წყალს;
ნუ მიიღებ ცივ საკვებს;
ძალიან ცხელ საკვებსაც ერიდე;
ეს ყველაფერი შეიძლება იწვევდეს:
შებერილობას;
კუჭის გაღიზიანებას;
დისკომფორტს;

დილა დაიწყე თბილი წყლით;
აირჩიე მსუბუქი და თბილი საკვები;
იზრუნე კუჭზე — დაიწყე სწორად შენი დღე ;
გამოიკვლიე და გამორიცხე:
1)საყლაპავი მილის თიაქარი
2)რეფლუქსი
3)დისბაქტერიოზი,
4)ჰელიკობაქტერია მშობიარობის შემდეგ
5)დიასტაზი..
დიდი მუცელი, შებერილობა, შეგრძნებები - "ვერ ვყლაპავ" და "რაღაც მეჩხირება", სიმჟავე, ფარისებრი... ამ პრობლემებზე პასუხებს იპოვით, როცა ზუსტად გეცოდინებათ ანალიზებში რა დადასტურდა.” - ამბობს კვების ინსტრუქტორი.
04/29/2026