Logo

კულტურა

"დილით, ერთ ოჯახში, აფორიაქებული შველი შევარდნილა" - რა მოჰყვა ამ ამბავს თუშეთში

"დილით, ერთ ოჯახში, აფორიაქებული შველი შევარდნილა" - რა მოჰყვა ამ ამბავს თუშეთში

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

დღეს ჩვენი პატრიარქის აღსაყდრებიდან 48 წელი გავიდა. ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია ამავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში შედგა.

"გოლგოთაზე თქვენი შედგომის 48 წელი შესრულდა ჩვენო პატრიარქო, სულიერო მამაო და ერის წინამძღოლო. 48 წელია, თქვენი სიბრძნე, სიმდაბლე და დაუღალავი ღვაწლი აძლიერებს ჩვენს ერსა და ეკლესიას, აერთიანებს დაქსაქსულ სულებს და გვახსენებს, ვინ ვართ, რატომ ვართ და საით მივდივართ" - წერს ალექსი მოსიაშვილი, საეკლესიო გვერდის - "ტკბილ ხარ შენ უფალოს" დამაარსებელი.

ილია მეორე

ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე იხსენებს დროს, როდესაც უწმინდესი მის მშობლიურ კუთხეს, თუშეთს სტუმრობდა. თუ რა მოხდა მის ჩაფრენამდე, აქვე წაიკითხავთ.

ეთერ თათარაიძე: პატრიარქი მამასავით მისანდობელი, სულისმიერი ადამიანია. მას ჩვენი ხალხის სიბრძნესთან ვათანაბრებ.

მე მინდა მის ღვაწლს სწორად ვხედავდეთ. რამდენი უნდა გამოგვასწოროს?! ერთ ადამიანს ვერ ზრდის მთელი ოჯახი და ახლა წარმოიდგინეთ, რამხელა ჯაფა, რამხელა სულიერი წონასწორობა, ძალისხმევა სჭირდება ქვეყნის სულიერ გამოსწორებას?!..

მაქვს მისადმი მიძღვნილი საკმაო რაოდენობის ლექსები. ერთადერთხელ გავბედე და ხმამაღლა წავუკითხე ერთი ლექსი, საპატრიარქოში ღამის ლოცვაზე მისულმა. რაღაც ვიდეო ჩანაწერი ვნახე. თორემ აღარც მახსოვდა, ასე რომ "ვითავხედე..." ტაში დაუკრა. გულში ჩაკონება იცის სხვანაირად.

საქართველოს არც ერთი პატრიარქი არ იყო თუშეთის და ხევსურეთის მიწაზე ნამყოფი. და უფალმა მოგვცა ამის წყალობა და როდესაც ჩვენმა სათაყვანებელმა პატრიარქმა პირველად დაადგა ფეხი იქ, ჩვენ ვახლდით. ვერტმფრენით ჩავფრინდით, სამი დღე იქ გავატარეთ.

ომალოში რომ ჩავფრინდით, მოიტანეს ამბავი, რომ დილით ერთ-ერთ ოჯახში აფორიაქებული შველი შევარდნილა. მსგავსი რამ არასდროს მომხდარაო, გვიყვებოდნენ. და სწორედ იმ დღეს ჩაფრინდა იმ მიწაზე უწმინდესი.

ეკლესიამდე მიმავალ გზაზე, მთელმა თუშეთმა მინდორში დაკრეფილი ალპური გვირილების და ყაყაჩოების ბილიკი დაუფინა პატრიარქს. მაშინ ბრძანა უწმინდესმა, მე რომ შემეძლოს ჩემს გულს თუშეთში დავტოვებდი, მაგრამ დანარჩენ საქართველოს რა ვუყოო?

ძალიან მადლიანია. მისგან ბევრს აქვს მადლი მიღებული.

ავტორი: თამარ გონგაძე

12/25/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024