Logo

კულტურა

"დილით უკანასკნელად დამიძახა "პიუპიუ", შემდეგ სიმშვიდე გადაეფინა და..." - ბრიჯიტ ბარდოს ქმარი, ვარსკვლავის გარდაცვალებაზე ჰყვება

"დილით უკანასკნელად დამიძახა "პიუპიუ", შემდეგ სიმშვიდე გადაეფინა და..." - ბრიჯიტ ბარდოს ქმარი, ვარსკვლავის გარდაცვალებაზე ჰყვება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

28 დეკემბერს, გარდაცვალებამდე, ბრიჯიტ ბარდოს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და ორი ოპერაცია ჩაუტარდა, განაცხადა მისმა მეუღლემ, ბერნარ დ’ორმალმა.
მისივე თქმით, ჩარევამ გართულებების გარეშე ჩაიარა, თუმცა დაავადება პროგრესირებას განაგრძობდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზურგის ძლიერ ტკივილსა და საერთო გამოფიტვას, მისი მეუღლის მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა. დ'ორმალის თქმით, მსახიობმა რამდენჯერმე ისაუბრა სიცოცხლის სურვილის დაკარგვაზე.

„ბოლო თვეების განმავლობაში ეს რამდენჯერმე წამოსცდა - ფიზიკური ტანჯვის მომენტებში ამბობდა, რომ ყველაფერი მოჰბეზრდა.“

ბრიჯიტ ბარდო

დ’ორმალმა ჟურნალ Paris Match-ს განუცხადა, რომ ცოლი მისი სიცოცხლის ბოლო დღეებში წუთითაც არ მიუტოვებია.
ბარდო მშვიდად გარდაიცვალა 91 წლის ასაკში, საკუთარ სახლში, სენ-ტროპეში, საფრანგეთში.

ბრიჯიტ ბარდო

დ’ორმალმა, რომელიც ბარდოზე 1992 წელს დაქორწინდა, გაზეთთან ინტერვიუში მეუღლის ბოლო წუთების შესახებ ისაუბრა:

„მე არასდროს ვტოვებდი მას. ვუყურებდი, ექთნები კი ყოველდღე შეუმჩნევლად მოდიოდნენ...
დილით, მისი საყვარელი საუზმით გავუმასპინძლდი, ბავშვივით. მიირთვა ხემსიც: რძიანი ჩაი და კრუასანი.

ბრიჯიტ ბარდო

ქმარმა ბარდოს გარდაცვალების დილა გაიხსენა: „მის გვერდით ვიწექი, ნახევრად მეძინა. წამოვჯექი, როცა გავიგე, როგორ მეძახდა - „პიუპიუ“, ამ პატარა მეტსახელს, რომელსაც ერთმანეთს სიყვარულით ვეძახდით და შემდეგ ყველაფერი დასრულდა...“- ამბობს ფრანგი ვარსკვლავის ქმარი Paris Match-თან.

დ’ორმალმა დასძინა: „სახეზე სიმშვიდე გადაეფინა. და ის კვლავ წარმოუდგენლად ლამაზი გახდა, ისევე, როგორც ახალგაზრდობაში იყო. ვერ დაიჯერებდით, რომ 91 წლის იყო“.

ბრიჯიტ ბარდო

ავტორი: ზმნა

01/18/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024