Logo

კულტურა

"დილით უყვარდა საწოლში მირთმეული ყავა. მერე აუცილებლად უნდა მოეწია..." - ლეგენდარულ ნინო რამიშვილს შვილიშვილი იხსენებს

"დილით უყვარდა საწოლში მირთმეული ყავა. მერე აუცილებლად უნდა მოეწია..." - ლეგენდარულ ნინო რამიშვილს შვილიშვილი იხსენებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ლეგენდარულ ნინო რამიშვილს ძალიან ჰყვარებია ყავის საწოლში მირთმევა. ამ რიტუალს მისი მეუღლე, ილიკო სუხიშვილი ასრულებდა. ცოლს საწოლში რძიან ყავას მიართმევდა. მერე მოცეკვავეს, სანამ ადგებოდა, სიგარეტი უნდა მოეწია. თავის მოწესრიგების რუტინას საათნახევარს უთმობდაო, ჰყვება არტისტის შვილიშვილი, ნინო სუხიშვილი "თავგადასავალში" ("ფორმულაზე").

ბებიას ძალზედ ქალურ და ელეგანტურ ქალბატონად ახასიათებს...

ნინო რამიშვილი

ნინო სუხიშვილი: ილიკო რომ დაიბადა, დედ-მამა საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა, მე ბებია-ბაბუასთან დავრჩი. მათთან მერჩივნა და ბოლომდე მათთან ერთად ვცხოვრობდი. ბაბუა რომ გარდაიცვალა, მე და ბებია დავრჩით. ნინოს უყვარდა საწოლში მირთმეული რძიანი ყავა. ამას ილიკო აკეთებდა, მერე უკვე - მე. ეს იყო რიტუალი, საწოლში უნდა მიმერთმია მისთვის ყავა, მერე აუცილებლად უნდა მოეწია სიგარეტი. მერე ადგებოდა და მის რუტინას საათ ნახევარი სჭირდებოდა. მოწესრიგდებოდა, იცვამდა, მაკიაჟს იკეთებდა...

ნინო რამიშვილი ნინო სუხიშვილი

მე რომ ჯემპრით და ჯინსით, ათ წუთში უკვე მზად ვიყავი და გავრბოდი, უკვირდა; ვერაფრით იგებდა, როგორ შემეძლო დილა არ დამეხარჯა მოწესრიგებაში.

ქალური იყო თავიდან ბოლომდე. ელეგანტური და საოცარი გემოვნება ჰქონდა. იმ პერიოდში ცნობილი იყო თავისი თავსაბურავებით, ჩალმით, ქუდებით, ხელთათმანები, ჩანთა და ფეხსაცმელი ერთმანეთთან უნდა ყოფილიყო შეხამებული. უცხოური პრესა ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა მის საოცრად ელეგანტურობას.

ნინო რამიშვილი

მინდოდა მას დავმსგავსებოდი, მაგრამ არ გამომდიოდა. მიხარია, როდესაც მეუბნებიან რომ რაღაცით გავხარო. სცენაზე თავის დასაკრავად რომ გამოვდივარ, ძველი მოცეკვავეები მეუბნებიან, რომ ქალბატონი ნინო ახსენდებათ. ეს ჩემთვის დიდი კომპლიმენტია.

ნინო რამიშვილინინო სუხიშვილი

მასზე ძალიან მიჯაჭვული ვიყავი და როდესაც გარდაიცვალა, დიდი სიცარიელე დატოვა...

ბებია და შვილიშვილის გარდა, ჩვენ ვიყავით მეგობრები, პარტნიორები, კოლეგები. მისი ყოველი გამონათქვამი აფორიზმივით მაქვს. რასაც ამბობდა, თითქოს დღევანდელ დღეზე ლაპარაკობდა.

ხომ იყო ვითომ მკაცრი, მაგრამ სახლში აბსოლუტურად სხვანაირი გახლდათ, თბილი, გამგებიანი, თანამედროვე და სხვანაირი...

ნინო რამიშვილინინო რამიშვილი

გურული სისხლი უჩქეფდა და უყვარდა პოლიტიკაში ჩართვა. ყოველთვის იყო ოპოზიციაში, განურჩევლად მთავრობისა. ამაყობდა იმით, რომ 90 წელი ვიცხოვრე და არც კომუნისტი ვიყავი, არც პარტიული, არც არავის მომხრე არ ვყოფილვარო. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება - ოქროს ვარსკვლავი რომ მიენიჭა (გორბაჩოვის დროს), კატეგორიული უარი თქვა და მის ასაღებად არ წავიდა. მერე გამოგზავნეს.

ძალიან მაინტერესებს, დღეს რომ ეცხოვრა, რას იზამდა.

ბაბუა დიპლომატი იყო, ამხელა ანსამბლი ებარა. ნინო ყველას ოპოზიცია და უკომპრომისო გახლდათ. ამიტომ ბაბუას ნინო მოლაპარაკებებზე არასდროს დაყავდა.

ნინო და ილიკო

შენ რასაც ფიქრობ, იმას იძახი, ეს ყოველთვის კარგი არ არის და საქმეს გამიფუჭებო, ილიკო ეუბნებოდა.

დღეს მე და ჩემი ძმაც ასე ვართ. ოფიციალურ შეხვედრებზე, ვცდილობ, ილიკო არ წავიყვანო. ისიც რასაც ფიქრობს, იმას ამბობს. თუმცა ხანდახან მეც ვერ ვჩუმდები და აზრის გამოთქმისგან თავს ვერ ვიკავებ.

ნინო სუხიშვილი

ავტორი: ზმნა

02/10/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024