Logo

ჯანმრთელობა

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვთათვის, წამლის შესაძენად, ხელშეკრულება გაფორმდა

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვთათვის, წამლის შესაძენად, ხელშეკრულება გაფორმდა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი წამლის - „ჯივინოსტატის“ შესაძენად, კომპანია „იტალფარმაკოსთან“ ხელშეკრულება გაფორმდა.

ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როდის შემოვა მედიკამენტი საქართველოში?

„რეალისტურია, რომ სექტემბერში დაიწყოს მკურნალობა... ამას სჭირდება წინასწარი პროცესების მომზადება, მაქსიმალური ვადაა ერთი თვე“, - უპასუხა მინისტრმა "რადიო თავისუფლების" კითხვას.

ეს პრეპარატი განკუთვნილია დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე.

პრეპარატი 2024 წელს აშშ-ის მარეგულირებელმა FDA-მ დაამტკიცა და ასევე 2025 წლის ივნისიდან ევროპის ქვეყნებშიც სპეციალური პირობებითაა ხელმისაწვდომი.

სარჯველაძე

„საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი, რომელიც შეიძენს და შეიტანს ამ მედიკამენტს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში... თამამი გადაწყვეტილებაა“, - აცხადებს მინისტრი.

მოლაპარაკება გრძელდება რამდენიმე სხვა მედიკამენტზე, მათ შორისაა - მშობლების მიერ მოთხოვნილი მეორე წამალი, Vamorolone და „იმედოვნებენ, რომ წარმატებით დასრულდება“.

დიუშენის სინდრომის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელი, კახა წიქარიშვილი, 24 ივლისს აცხადებდა, რომ მეორე მედიკამენტზე, რომელიც ყველა ბავშვზე ვრცელდება, მოლაპარაკების პროცესი გაიწელა.

ავტორი: ზმნა

07/31/2026