Logo

"დროა წავიკითხო" - რატომ გადაწყვიტა არუნ ხათრიმ "ვეფხისტყაოსნის" წაკითხვა

"დროა წავიკითხო" - რატომ გადაწყვიტა არუნ ხათრიმ "ვეფხისტყაოსნის" წაკითხვა

01/03/2026

ტექსტის ზომა

არუნ ხათრი ფეისბუქგამომწერებს გუშინდელი ვახშმის შესახებ უყვება. აქ განსაკუთრებული ის არის, რომ მან ჩვენი საგანძურის - "ვეფხისტყაოსნის" წაკითხვა გადაწყვიტა. დანარჩენი მის პოსტში წერია.

"გუშინ ვახშმის დროს ერთმა მეგობარმა დამისვა რამდენიმე კითხვა "ვეფხისტყაოსნის" შესახებ.
მან მითხრა, რომ შოთა რუსთაველი წიგნში ბევრგან ახსენებს ინდოეთს.

სამწუხაროდ, პასუხები არ მქონდა.
არა იმიტომ, რომ ეს წიგნი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ იმიტომ, რომ ჯერ არ მქონდა წაკითხული.

ეს მომენტი დამამახსოვრდა.

დღეს გადავწყვიტე, ეს შემეცვალა.
ვყიდულობ წიგნს და ვიწყებ მის კითხვას სერიოზულად.
მით უფრო მიხარია, რომ ჰინდის ენაზე არის გამოცემული
და კიდევ ერთ ინდურ ენაზეც.

საუკუნეების წინ დაწერილი ნაწარმოები, რომელიც დღესაც აკავშირებს კულტურებს.

დროა წავიკითხო." - წერს მკურნალი სოციალურ ქსელში.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026