რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დღეს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა - მეტეხის ტაძრის წინამძღვარი - დეკანოზი აკაკი მელიქიძე გარდაიცვალა.
მამა აკაკი კვეთებულის ლოცვით მკურნალობით არის ცნობილი. სასულიერო მოღვაწეობა აფხაზეთში, სოხუმის ხარების ეკლესიაში დაიწყო. ამბობს, რომ ლოცვას ყველაზე დიდი ძალა აქვს და ამის უამრავი მაგალითია.
მამა აკაკის მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავს. მისი ცოლი, ფოფოდია ლუდმილა მეტეხის ტაძრის მედავითნე და მგალობელია. ქალბატონი ლუდმილა ბერძენია, გვარად კალაიჩიდუ. "კვეთებულის ლოცვა განსაკუთრებულია - ეს მიმართვაა უფლისადმი, რომ მან დაუშვას მადლი და ადამიანისგან ეშმაკი განდევნოს" - ამბობდა მოძღვარი, რომელსაც ასობით ადამიანი უხსნია ბოროტი ძალისგან.
***
მამა აკაკი გიორგი დარასელიას გადაცემის ხშირი სტუმარი იყო. ბოლოს სამი თვის წინ სტუმრობდა. გთავაზობთ ინტერვიუს ამონარიდს.
"ახლა თუ შემცირდა მორწმუნეთა რაოდენობა, ისინი იმდენად ძლიერები არიან, შეუძლიათ განსაცდელიც იტვირთონ, თავის თავზე გადაიტანონ. მათი მოღვაწეობა მიღებული იქნება ღვთის წინაშე. ღმერთი ასეთ ადამიანებს დააჯილდოებს.
სარწმუნოება გულშია. ადამიანი არ უშინდება არანაირ სირთულეს. თავდადაებითაც კი არიან ის მცირეოდენი მორწმუნეები. ასეთი ადამიანების ღვაწლი მოქმედებს და წარიმართება.
ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. პოლიტიკაში არ უნდა გაერიოს. პოლიტიკა აკეთოს პოლიკოსმა, მღვდელმა - მღვდლობა შეასრულოს. ასეა განწესებული. ჩვენ უნდა ძლიერად ვილოცოთ, რომ პოლიტიკოსმა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს. ჩვენს სამშობლოზე და პოლიკოსებზე უნდა ვილოცოთ, რომ ქრისტიანულად გადაეწყვიტოთ საქმე და ქრისტიანულად დაენახოთ, რა სჭირდება ქვეყანას. ეს იქნება ლოცვის ნაყოფი. ეს გვჭირდება. არ უნდა დავიზაროთ. ეს არის სიფხიზლის დაკარგვა და არა სარწმუნოება.
ღმერთთან უნდა მიხვიდე და ამ დროს, შენ, ამ ქვეყნიურ საქმეებში კარგავ დროს, გრძნობებში, ინფორმაციების მიღებაში. ფეისბუქებში კარგავთ დროს. ვეღარ ხართ მორწმუნე. ეშმაკის სათამაშო ხდებით. ეშმაკის ხრიკებით ხართ გართულნი. უნდა გაფხიზლდეთ. ფხიზლობა ნიშნავს ნამდვილ სარწმუნოებას. თავს უნდა კითხო - მორწმუნე ვარ? მღვიძარებით ხარ? თუ არა, წასულია შენი საქმე. მოიპოვე სიფხიზლე, მღვიძარება, რათა უფლის წინაშე წარსდგე. ყველას თავისი ვედრებისამებრ მიეცემა.
12/20/2025