საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
თამრიკო ჭოხონელიძე ფეისბუქზე დათო არჩვაძეს მიმართავს - "ტრულაიალა" ჯანსუღ კახიძის კი არა, ბორის შხიანის სიმღერააო. მომღერალი დათოს მიერ შესრულებულ ამ სიმღერას აქვეყნებს და პოსტს ურთავს.
"ძალიან დიდი ხანია ვფიქრობ - ვთქვა, თუ არ ვთქვა! ამ ქვეყანაში სიმართლე არავის უყვარს და უმალ მტრებად მოგიტრიალდებიან! არადა, დროა ითქვას, რადგან უცოდინრობამ და ამის უტიფრად ამის თვალებში ტაკებამ, უკვე პიკს მიაღწია!
ძალიან კი მაინტერესებს, ჩემო დათო, ვინ გითხრა ამ სიმღერის ავტორი ჯანსუღ კახიძეაო?! ამ კაცს მისი სიმღერები ნამდვილად ეყოფა მადლიერებისთვის! მაგრამ გადახედე მულტფილმის - "მძლეთამძლეს" ტიტრები და სულ სხვა გვარს წაიკითხავ! - ამ სიმღერის ავტორი ბორის შხიანი გახლავს!!!" - წერს თამრიკო ჭოხონელიძე ფესიბუქზე.
06/11/2026