Logo

ტაბლოიდი

"ძალიან დიდხანს ვმალეთ ჩვენი ურთიერთობა" - რას უყვება"ზმნას" ნოდიკო

"ძალიან დიდხანს ვმალეთ ჩვენი ურთიერთობა" - რას უყვება"ზმნას" ნოდიკო

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ნოდიკო ტატიშვილი პატარა კესანეს მამობამ უბედნერესი გახადა. გოგონა შვიდ ნოემბერს მოევლინა ქვეყანას და ამ ამბის ფეისბუქზე გაჟღერებით, მომღერალმა ერს დიდი სიურპრიზი მოუწყო.

მან პირველი და ექსკლუზიური კომენტარი მხოლოდ "ზმნასთან"გააკეთა.

ნოდიკო ტატიშვილი: დავრწმუნდი, რომ ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. მე და თათია სიხარულისგან გადარეულები ვართ. ენით აღუწერელი წუთები გამოვიარეთ ორივემ, როცა ჩვენი კესანე დავინახეთ.

საოცარი გოგოა ჩემი თათია, თბილი, კეთილი, დაფოფინებს კესანეს.

ნოდიკო ტატიშვილი

ძალიან დიდხანს ვმალეთ ჩვენი ურთიერთობა და გამოგვივიდა კიდეც.

პრაქტიკულად ოჯახის წევრებმა და ძალიან ვიწრო წრემ იცოდა ჩვენი ამბავი და ვაფასებთ მათ ერთგულებას, რომ არ გათქვეს ჩვენი საიდუმლო.

თქვენი პორტალის საშუალებით, თითოეულ ადამიანს მინდა ვუთხრა დიდი მადლობა მოლოცვისთვის და ჩვენი ბედნიერების გაზიარებისთვის.

ჩემ კესანეს და ყველა ბავშვს ვუსურვებ ბედნიერ, გაბრწყინებულ, თავისუფალ, ევროპულ საქართველოში ცხოვრებას!

ავტორი: ზმნა

11/10/2025