Logo

საზოგადოება

"ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი გონიერი მამა მყავდა" - ზურაბ ჟვანიას ქალიშვილი მამის შესახებ

"ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი გონიერი  მამა მყავდა" - ზურაბ ჟვანიას ქალიშვილი მამის შესახებ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტრაგიკულად დაღუპული ზურა ჟვანიას ქალიშვილი ლიზა ჟვანია ამბობს, რომ მამასთან განსაკუთრებულ ემოციურ კავშირს გრძნობს.
მამის შესახებ ლიზა ჟვანიამ ზვიად სირაბიძის პოდკასტში ისაუბრა.

"ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი საინტერესო და ძლიერი, გონიერი მამა მყავდა. მასთან ასოცირებული ვარ და მინდა მის სახელს ვემსახურო სწორად.

მასთან მაქვს ეს ემოციური კავშირი და ჩემთვის დიდი ინსპირაციის წყარო არის მისი აზროვნების შეგრძნება, მისი საუბრიდან - ვიდეო იქნება ეს თუ წიგნებიდან, საიდანაც მისი საუბარი პირდაპირ გესმის.
ბევრი გამოწვევა, რაც დღესაც დგას საზოგადოების წინაშე, პოლიტიკის წინაშე, ძალიან ჰგავს იმას, რაც იდგა 90-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში. მაგ მხრივ ბევრი რამის სწავლა შეიძლება მისგან. მე ვსწავლობ და მინდა სხვებმაც ისწავლონ, ვისაც ამის სურვილი აქვს." - თქვა ზურაბ ჟვანიას ქალიშვილმა.

ავტორი: ზმნა

02/05/2026