Logo

კულტურა

"ძალიან მეჩქარება" - რა სიახლეა ავთანდილთან

"ძალიან მეჩქარება" - რა სიახლეა ავთანდილთან

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ავთანდილ ცქვიტინიძე, რომელიც პროფესიით ფერმწერია, პანდემიის დროს, ზეთის საღებავებით ხატვას მიუბრუნდა. ნანკა გვარის პოდკასტში თქვა, რომ აკეთებს ახალ სივრცეს, სადაც მხატვრებთან კოლაბორაციით შექმნის სამოსს, ავეჯს, სახლის ნივთებს...

ავთანდილ ცქვიტინიძე: - ასეთი პროექტი საქართველოში არ არსებობს. სულ მინდოდა ამის გაკეთება. მე ვარ შემოქმედი. მზა პროდუქტის გადაკეთებაში ვარ სულ. მხატვრებთან კოლაბორაციით ვაკეთებ პირველ ხაზს. ჩემი შოურუმი მილანშია და იქიდან გადის მსოფლიოში. ახლა, თბილისში ვაკეთებ ექვს სართულიან სივრცეს, სადაც ჩემი და მხატვრების კოლაბორაციით მომზადდება სამოსი, ავეჯი, არტობიექტები, კერამიკა, ხალიჩები, სახლის ნივთები, სურნელი...

ავთანდილი

პირველად წლების წინ, როდესაც ოლეგ ტიმჩენკოსთან ვითანამშრომლე, მას ვთხოვე, ჩემთვის დაეხატა ჯარისკაცი, რომელიც სულ დამიცავდა. ყველა ადამიანი თავისთვის ეძებს ჯარისკაცს. მერე მივხვდი, რომ შენი ცხოვრების ჯარისკაცი, შენ თვითონ ხარ და მხოლოდ შენ შეგიძლია საკუთარი თავის დაცვა. ოლეგის ჯარისკაცი იმდენად ახლოს იყო ჩემს მოცემულობასთან და ის ხალხმა ისე მიიღო, რომ დღეს თუ ჯარისკაცი არ არის ჩემს მაისურზე, მეკითხებიან, "სად არის ჯარისკაცი?" "უკან არა, წინ იყოს". ამგვარად, სწორი კოლაბორაციით, ბრენდმა ახალი სუნთქვა შეიძინა.

ახლა ვთანამშრომლობ რუსუდან ფეტვიაშვილთან, ძალიან საინტერესო პროექტზე. ეს სიახლე ნიუ-იორკში გავაჟღერეთ და ვფიქრობ, პრეზენტაციაც ნიუ-იორკში უნდა გავაკეთო. ძალიან მეჩქარება...

ავთანდილი

ავტორი: ზმნა

06/04/2026