Logo

"ძალიან მიყვარს, მაგრამ შემრცხვა და ხვიჩას ვერ ვუთხარიო" - კვარამ ანდრიას ოცნება აუხდინა

"ძალიან მიყვარს, მაგრამ შემრცხვა და ხვიჩას ვერ ვუთხარიო" - კვარამ ანდრიას ოცნება აუხდინა

06/10/2026

ტექსტის ზომა

დღეს ანდრიამ, ბიჭუნამ, რომელსაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვს, ოცნება აიხდინა. დაბადების დღეზე ის ხვიჩა კავარცხელიამ მოინახულა და დაასაჩუქრა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, საიდანაც კვარას 11 წლის ქომაგი ბიჭუნას შესახებ შევიტყვეთ. ის ამბობდა, "კვარამ რომ იცოდეს და თქვას, მიეცით ბავშვებს წამალი, ყველა დავდგებით".

კვარა

და დღეს ანდრია სახლში კვარამ მოინახულა, საჩუქრები გადასცა, კაპიტნის სამკლაური გაუკეთა, თავისი ხელმოწერით მაისური აჩუქა.

ვიდეო სრულად

"ფეხბურთს ვერ თამაშობს, მაგრამ მსაჯობისთვის უკვე მზად არის. ერთი სული აქვს ზუგდიდში ჩავიდეს და მეგობრებს გაუზიაროს ემოციები.

ძალიან მიყვარს, მაგრამ შემრცხვა და ვერ ვუთხარიო. როგორ გაიხარა. მადლობა ამ დღისთვის. მიუხედავად დიდი თავდასხმისა, ყოველთვის მჯეროდა ხვიჩა კვარაცხელიას ადამიანობის. ვუსურვებთ წარმატებებს... მადლობა სიუჟეტისთვის, მადლობა იმ სიყვარულისთვის, რაც გვაგრძნობინეთ.

მადლობა ხვიჩა კვარაცხელიას დიდსულოვნებისა და ანდრიას გახარებისთვის" - ფეისბუქზე წერს ანდრიას დედა ნია ადონია.

"ანდრიას ცრემლები სულ თვალწინ მიდგას როგორ გულშემატკივრობდა კვარას. ყველა ნატვრა და სურვილი უნდა აგიხდეს, ანდრია და ერთი სული მაქვს გნახო ეტლიდან რომ წამოდგები და ბურთს ფეხით გააგორებ!" - ოჯახის ახლობელი, ციცინო შენგელია.

კვარაკვარაკვარა

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026