საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ნინო ხაჟომია პოპულარულ იუთუბგადაცემა "სარკასტიკას" ეხმიანება, სადაც გიორგი ნაზღაიძე პაატა თედიაშვილს აჩვენებს მკერდის იმპლანტებს და ეკითხება, შენთვის, როგორც სექსუალურ ურთიერთობებში გამოცდილისთვის, რომელი ზომის მკერდია სასურველიო?
ჟურნალისტი ფეისბუქზე წერს;
ნინო ხაჟომია: ეს არ არის იუმორი. ეს არის male gaze - როცა ქალს უყურებენ მამაკაცის სურვილის პრიზმიდან და აქცევენ შესაფასებელ ობიექტად.
როცა იმპლანტებს "რომელი ზომა, ფორმა მოგწონს" დონეზე განიხილავთ, თქვენ ამყარებთ სტერეოტიპს, რომ ქალის ღირებულება სხეულის ნაწილებზეა დამოკიდებული.
რეალობაში ბევრისთვის ეს იმპლანტები სხეულის აღდგენაა!
ძუძუ არ განსაზღვრავს სექსუალობას.
არც მისი ზომა, არც ფორმა - და ზოგს საერთოდაც არ აქვს, მათ შორიც მეც!
პატივისცემა იწყება იმით, რომ ქალს ვხედავთ ადამიანად და არა - ობიექტად.
"სარკასტიკაში" სტუმრად მიწვეული პაატა თედიაშვილი გიორგი ნაზღაიძეს პასუხობს.

პაატა თედიაშვილი: ყანწისებური მკერდი ყველაზე ლამაზია და მოდელები, რომლებიც პორნოინდუსტრიაში მიდიან, ყანწისებურ მკერდს იკეთებენ.
ნინო ხაჟომია: ეს გუშინ თამადა იყო და ყანწით ხელში მივიდა ეთერში ძუძუებზე სასაუბროდ. დავამთავროთ ეს მარაზმი, სანამ საკუთარი ბანანების შეფასება არ დაიწყეს და მთელი ხილ-ბოსტანი თავზე არ დაგვაყარეს.
ქალი არ უდრის ძუძუს!
რეალურად ძუძუს იმპლანტის მხოლოდ ორი ფორმა არსებობს - მრგვალი და ანატომიური. და პრობლემა ზომაში, ფორმაში და ძუძუებში კი არ არის, უტვინობაშია. პრობლემაა, როდესაც ქალს მამაკაცის სურვილის პრიზმიდან აჩვენებთ; როგორც ობიექტს, რომელსაც უყურებთ და აფასებთ არა როგორც სრულფასოვან ადამიანს, არამედ ძუძუს ზომებისა და ფორმების მიხედვით.
04/29/2026