ეს გემრიელია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
შიგთავსი: წინასწარ გარეცხილი და გამშრალი ქიშმიში, მსხვილად დაჭრილი ნიგოზი და ვანილი
მომზადება: 150 გრ.შაქარი და L ზომა 3 კვერცხი ამოვიყვანოთ (მიქსერს ვრთავთ მაღალ სიჩქარეზე) მასის გათეთრებამდე. ვამატებთ 400 გრ. მაწონში გახსნილ 1 ჩ/კ სოდას და შემდეგ ვამატებთ 2 ს/კ არაჟანს (მიქსერი უკვე საშუალო სიჩქარით). შემდეგ ვამატებთ 150 გრ. გამდნარ კარაქს.

გაცრილი, თეთრი, უმაღლესი ხარისხის ფქვილი ავიღოთ თვალის ზომით (3 ჭიქაზე ნაკლები). მასა უნდა იყოს საშუალოდ სქელი (სქელი - არა) და ბოლოს, ვამატებთ წინასწარ მომზადებულ შიგთავსს, ქიშმიში, მსხვილად დაჭრილი 1 ჭიქა ნიგოზი (დაჭრილი უნდა იყოს 1 ჭიქა), ვანილი და ეს ყველაფერი გადავურიოთ უკვე ხის ან სილიკონის კოვზით, ნელა და ერთი მიმართულებით.



ფუნჯით კარაქწასმულ ცივ ფორმაში მოვათავსოთ მზა მასა და შევდგათ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში. ვაცხობთ 180 გრადუსზე 40-50 წთ. 15-20 წთ. ქვედა წვა და დარჩენილი დრო ზედა/ქვედა წვა უკვე 160 გრადუსზე.

ჩემი ღუმელით, მოცემულ დროში და მოცემული ტემპერატურით იდეალური, ოქროსფერ/კარამელისფერი და თანაბარი ამოსვლით გამოდის. სასურველია კექსი ღუმელში ცხობის დროს ვაკონტროლოთ.

02/28/2026