Logo

დღის ამბავი

"ძვირფასო ქართველო ძმებო და დებო. მომაწოდეთ, რაც შეიძლება მეტი დეტალი" - ნინა დრამას მიმართვა

"ძვირფასო ქართველო ძმებო და დებო. მომაწოდეთ, რაც შეიძლება მეტი დეტალი" - ნინა დრამას მიმართვა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მოდელი და სპორტული ჟურნალისტი - ნინა დრამა, რომელიც მერაბ დვალიშვილს, ამერიკიდან საქართველოში, არა ერთხელ ჩამოჰყვა, ძაღლებთან დაკავშირებით არაჰუმანურ მოპყრობას ეხმიანება და წერს:

"ძვირფასო ქართველო ძმებო და დებო: ვიღვიძებ და საქართველოში ბევრი მაწანწალა ძაღლის გაქრობის შესახებ უამრავი გულისამაჩუყებელი მესიჯი მხვდება. გთხოვთ, მომაწოდეთ, რაც შეიძლება მეტი დეტალი!" - წერს ნინა ფეისბუქზე.

ნინა დრამანინა დრამანინა დრამა

გავრცელებული ინფორმაციით, გორის კრემატორიუმში მიუსაფარ ძაღლებს წვავენ. ვიდეოს ფეისბუქზე აზიარებენ ცხოველთა მოყვარულები.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან.

"სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს. ძაღლების გადაყვანა ხდება მხოლოდ პროგრამით გათვალისწინებული ვეტერინარული ღონისძიებების ჩატარების მიზნით და ითვალისწინებს მიუსაფარი/მიკედლებული ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია/რეგისტრაციასა და კასტრაცია/სტერილიზაციას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოვლენილია შემთხვევები, როცა სახელწიფო პროგრამის დაწყებამდე საჭდიან ძაღლებს შესაბამისი მანიპულაციები ჩატარებული არ აქვთ. გადამოწმების შემდეგ, ასეთ ძაღლებსაც პროგრამით გათვალისწინებული ვეტერინარული ღონისძიებები უტარდებათ.

მიუსაფარი ცხოველები, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად უბრუნდებიან უსაფრთხო გარემოს, გარდა იმ ადგილებისა, რომლებიც საზოგადოების ყველა ნაწილის ინტერესების და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით აისახა პროგრამაში (საბავშვო ბაღები, სკოლები და ა.შ). ასეთ შემთხვევაში ცხოველის გადაყვანა ხდება უსაფრთხო ლოკაციებზე. ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტო მზადაა ითანამშრომლოს რეგისტრირებულ მიმკედლებელთან ცხოველის გადაყვანის და არეალში დაბრუნების საკითხებთან დაკავშირებით.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მიუსაფარი ძაღლების უკონტროლო გამრავლების ერთ-ერთი მიზეზია, როცა მეპატრონე თავად ამბობს უარს ცხოველზე და ტოვებს ქუჩაში.

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა, ცხოველის მეპატრონეების პასუხისმგებლობასაც გულისხმობს . იდენტიფიკაცია/რეგისტრაციის შედეგად შესაძლებელი გახდება ქუჩაში დატოვებული ცხოველის მეპატრონის იდენტიფიცირება. ასეთი მეპატრონეები კანონმდებლობის შესაბამისად ჯარიმდებიან" - წერს სურსათის ეროვნული სააგენტო.

ავტორი: ზმნა

04/01/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024