Logo

სასარგებლო რჩევები

ძვლების ჯანმრთელობა 50 წლის შემდეგ - როგორ შევავსოთ კალციუმის დეფიციტი ბუნებრივი გზით?

ძვლების ჯანმრთელობა 50 წლის შემდეგ - როგორ შევავსოთ კალციუმის დეფიციტი ბუნებრივი გზით?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ასაკის მატებასთან ერთად ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივე თანდათან იკლებს, რაც 50 წელს გადაცილებული ქალბატონების დიდ ნაწილში, ოსტეოპენიისა და ოსტეოპოროზის განვითარების რისკს ზრდის.


სიმაღლეში დაკლება ან წელში მოხრა სწორედ ძვლების სუსტი სტრუქტურის პირველი სიგნალებია. ამ პროცესთან საბრძოლველად ორგანიზმს ყოველდღიურად 1200 მგ კალციუმი სჭირდება.

საბედნიეროდ, აბების მიღება ერთადერთი გამოსავალი არ არის. ექიმი გიორგი ღოღობერიძე ადასტურებს, რომ სწორად დაგეგმილი რაციონით, კალციუმის საჭირო დოზის ბუნებრივად, მხოლოდ საკვებით შევსება სრულიად შესაძლებელია.

კალციუმი

"როგორ შეივსოთ კალციუმი სხეულში მხოლოდ საკვებით, დანამატების გარეშე?

50 წლის ზევით ყველა ადამიანს, განსაკუთრებით ქალბატონებს, ყოველდღიურად სჭირდებათ 1200 მგ კალციუმი, რომ სხეულმა იბრძოლოს ძვლის სიმკვრივის შემცირებასთან (ოსტეოპენიასთან და შემდეგ ოსტეოპოროზთან).

ასაკთან ერთად ადამიანები სიმაღლეში იკლებენ, იხრებიან - ეს ოსტეოპოროზია. ამასთან საბრძოლველად საჭიროა ოსტეოპოროზის შესაბამისი მკურნალობა.

ამასთანავე, ადამიანმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს საჭირო რაოდენობის კალციუმი და D ვიტამინი.

D ვიტამინის საკვებით შევსება ძალიან რთულია და დანამატი უფრო მომგებიანია. კალციუმის შევსება კი საკვებით უფრო მარტივია.

კალციუმი

როგორ აირიდოთ კალციუმის აბების ყლაპვა?

გახსოვდეთ, რომ 1200 მგ კალციუმს სხეული ერთჯერადად ვერ ითვისებს.

მაქსიმუმ ითვისებს დაახლოებით 600 მგ-ს.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ:

დილა: დაიწყეთ 1 ჭიქა რძით (240 მლ), 1 ჭიქა მაწვნით (250 გრ მაწონი შეიცავს დაახლოებით 500 მგ კალციუმს) ან 1 ჭიქა იოგურტით (ეცადეთ იყოს დაბალცხიმიანი).

ეს მოგცემთ დილაობით დაახლოებით 400-500 მგ კალციუმს.

თუ ამას დაუმატებთ მაგარ ყველს (სულგუნი, ჩედარი ან ნებისმიერი სხვა მაგარი ყველი), 30 გრამი ყველით დამატებით მიიღებთ 150 მგ კალციუმს. ასე გამოგივათ დილით 600 მგ კალციუმი.

რძე

შუადღე: გამოიყენეთ ჩიას თესლი.

1 სუფრის კოვზი ჩიას თესლი მოგცემთ დაახლოებით 80 მგ კალციუმს.

საღამო: შეგიძლიათ მიიღოთ 1 ჭიქა რძე.

ასე ყოველდღიურად ადვილად შეივსებთ იმ რაოდენობას, რაც სხეულს სჭირდება.

მნიშვნელოვანი რჩევა: არასდროს გამოიყენოთ კალციუმის წყაროდ ისპანახი. ის შეიცავს ოქსალატებს, რომლებიც კალციუმს ბოჭავს და სხეული მას უბრალოდ ვერ ითვისებს," - გვირჩევს ექიმი.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

08/28/2026

გიორგი ღოღობერიძედღიური დოზაკალციუმიოსტეოპენიაძვლები
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024