Logo

"ეკა იტანჯებოდა იმ აზრით, რომ შეიძლებოდა მისი ეს სატელეფონო ზარი, საბედისწერო ყოფილიყო" - ეკა კუპატაძის რა ეჭვი გამართლდა

"ეკა იტანჯებოდა იმ აზრით, რომ შეიძლებოდა მისი ეს სატელეფონო ზარი, საბედისწერო ყოფილიყო" - ეკა კუპატაძის რა ეჭვი გამართლდა

02/18/2026

ტექსტის ზომა

გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე ავრცელებს ვიდეო მიმართვას, სადაც ამბობს, რომ საქმის მასალები გადაეცა და მისი ვარაუდი გამართლდა.

რაში მდგომარეობს ეს ეჭვი:

26 სექტემბერს გიგამ დედას, ეკა კუპატაძეს შეატყობინა, რომ მისმა მოსწავლემ, ნ.ი-მ მორიგად გააცდინა გაკვეთილი - " არ უნდა სწავლა და მოდი, გავუშვათო". ეკა მოსწავლის დედას, თამუნა ნავროზაშვილს ტელეფონით დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ მისი შვილი გაკვეთილებს ხშირად აცდენდა.

როგორც ეკა კუპატაძის ადვოკატი, დარეჯან სულაშვილი ფეისბუქზე წერს, გიგაზე თავდასხმის შემდეგ, ეკა იტანჯებოდა იმ აზრით, რომ შეიძლებოდა მისი ეს სატელეფონო ზარი ყოფილიყო საბედისწერო და სწორედ იმიტომ, რომ ნ.ი. მასწავლებელმა (დიდი ალბათობით, ეს მასწავლებელი ეგონათ გიგა) მშობელთან "ჩაუშვა", სწორედ გიგაზე ანგარიშსწორება ზუსტად იმ დღეს დაგეგმილიყო.

ეკას ეს ვერსია დადასტურდა საქმის მასალებით. ალექსანდრე გაბაშვილს სწორედ იმ დღეს, 26 სექტემბერს ჩამოუტვირთავს გიგას ფოტოები სოციალური ქსელიდან..

ვიდეო

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026