საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დათო ტურაშვილმა, "ვიკასთან", სხვადასხვა თემაზე საუბრისას, ორიოდ სიტყვა შეცდომის აღიარების უნარზეც თქვა. აღნიშნა, რომ ადამიანს შეცდომის აღიარება უნდა შეეძლოს, ეს სიძლიერის ნიშანია და არა პირიქით, როგორც ეს ჰგონიათ. რა შეცდომა აღიარა მან და რატომ სწყევლის უკვე ექვსი წელია ეკა კვესიტაძე მწერალს?
დათო ტურაშვილი: ეკა კვესიტაძე 2020 წლიდან პერიოდულად მწყევლის. მე არ ვარ ფეისბუქის მომხმარებელი, მაგრამ მეუბნებიან, დაგწყევლა ეკა კვესიტაძემო. რატომ მწყევლის?
2012 წელს შემხვდა ძალიან სევდიანი (როგორც თვითონ ჰყვება) ეკა კვესიტაძე, რომ არჩევნები მოიგო "ქართულმა ოცნებამ". მე "ქართული ოცნებისთვის" ხმა არასდროს მიმიცია. უმრავლესობას არ ვაძლევ ხმას. მე სულ სუსტების მხარეს ვარ, იპოლიტე ხვიჩიასავით. ვისაც უჭირს და სუსტია, იმას ვაძლევ ხმას. ეკას ვუთხარი, ნუ გეშინია, გავა რვა წელი და გადაირჩევენ, სხვა მოვა-მეთქი. ვაღიარებ, რომ შევცდი. მე მართლა მეგონა, დარწმუნებული ვიყავი, რომ რუსული არეალიდან გავდიოდით. კიდევ ჩვენთვის რომ მოიცლიდნენ, ვერ წარმოვიდგენდი. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვართ რუსეთისთვის. არ ვიცი, კომპლექსია, დიდი გაბოროტებაა, თუ რა არის, მაგრამ ჩვენ რომ არ გვთმობს, ვხედავ. შევცდი, ვაღიარებ, ეკა კვესიტაძე, მართალია, შენ უნდა გააგრძელო ჩემი წყევლა.
02/15/2026