Logo

ჯანმრთელობა

"ექიმები გაიყოფიან ორ ნაწილად - ვინც იყენებს AI-ს და ვინც ეჭვიანობს მასზე"- ჯაბა ზარქუა

"ექიმები გაიყოფიან ორ ნაწილად - ვინც იყენებს AI-ს და ვინც ეჭვიანობს მასზე"- ჯაბა ზარქუა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ხელოვნური ინტელექტი უკვე დიდი ხანია მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლე აღარ არის. ის ნელ-ნელა მედიცინის, განათლებისა და მეცნიერების ყოველდღიურ ნაწილად იქცა. მსოფლიოში სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ AI ექიმების კონკურენტი კი არა, მათი შესაძლებლობების გამაძლიერებელი ინსტრუმენტია. სწორედ ამ თემაზე წერს გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ უახლოეს წლებში პროფესიონალებს შორის მთავარი განსხვავება შესაძლოა სწორედ ხელოვნურ ინტელექტთან დამოკიდებულება გახდეს.

"არც ისე შორეულ მომავალში, ალბათ სულ ასე 3-5 წელიწადში დადგება დრო, როცა ექიმები გაიყოფიან ორ ნაწილად - ვინც იყენებს AI-ს და ვინც ეჭვიანობს მასზე.

ვინც იყენებს ეფექტურად, მისი მუშაობა იქნება ბრწყინვალე და ეფექტური. არ იარსებებს თავისი სფეროს ლიდერი, რომელიც არ იქნება AI-fluent.

ვინც ეჭვიანობს - ჩანაცვლდება მანქანით.

მართლა.

Claude Cowork გაიცანით სანამ დროა, გაზარდეთ თქვენი გონების შესაძლებლობები და მიიღეთ სიამოვნება უსაზღვრო ცოდნის გამოყენების ხელსაწყოებით. ცოდნა აღარაა ქურუმების საკუთრება, ასე ხელის გაწვდენაზე კაცობრიობის არაებობის მანძილზე ცოდნა ჯერ არასდროს ყოფილა.

არ შეგეშინდეთ ევოლუციის. წმინდა პროცესია. საშიში მათთვისაა, ვინც წინ აღუდგება," - წერს ექიმი.

ავტორი: ზმნა

05/17/2026