Logo

ჯანმრთელობა

ექიმები გვირჩევენ, ლიმონის ცედრა ყოველდღიურ რაციონში შევიტანოთ, რადგან...

ექიმები გვირჩევენ, ლიმონის ცედრა ყოველდღიურ რაციონში შევიტანოთ, რადგან...

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ლიმონი რომ ძალიან სასარგებლოა, ყველამ ვიცით. ჩაიში ჩაწურული თუ ჩაგდებული ლიმონის ნაჭერი, ყველას გვიყვარს და ვიცით, რომ c ვიტამინია. მაგრამ ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ლიმონის ცედრას.

ბევრმა არც იცის, რომ ლიმონის ცედრა შეიცავს 5-10-ჯერ მეტ ვიტამინებს, ვიდრე ამ ციტრუსის წვენი. და ცოტამ თუ იცის, რომ ლიმონის სამკურნალო თვისებების დიდი ნაწილი მის ქერქს უკავშირდება.

  • რა სარგებელი აქვს ლიმონის ცედრას?

ლიმონის ცედრა შეიცავს ჩვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ნივთიერებებს:

  1. ლიმონის ეთერზეთს,
  2. ციტრონელას,
  3. ფელანდრენს,
  4. C ვიტამინს,
  5. ლიმონმჟავას,
  6. ვაშლის მჟავას,
  7. ჭიანჭველმჟავას,
  8. ჰესპერიდინს,
  9. პექტინს და ა.შ.

ლიმონის ცედრას თვისებები:

  1. ეხმარება ორგანიზმს ტოქსინებისგან გაწმენდაში და აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი;
  2. ხელს უშლის მუცლის შებერილობას ნაწლავებში აირების მოცულობის შემცირებით;
  3. წმენდს ღვიძლს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო;
  4. ახდენს საჭმლის მონელების ნორმალიზებას და ხელს უშლის შეკრულობას;
  5. სხვადასხვა ვიტამინის (ძირითადად c ვიტამინის) მაღალი შემცველობის გამო, ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, შესაბამისად, იცავს ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციის, გრიპის, გაციებისა და ზედა სასუნთქი გზების დაავადებებისაგან;
  6. აღადგენს სისხლის ტუტე pH (მჟავა-ტუტოვან) ბალანსს;
  7. ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას;
  8. ამშვიდებს მოუსვენრობისა და შფოთვის დროს;
  9. შესანიშნავი ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალებაა;
  10. შემკვრელი თვისებების გამო დადებითად მოქმედებს ცხიმიან კანზე;
  11. ათეთრებს კბილებს და აფერმკრთალებს კანის ლაქებს;
  12. ამცირებს კიბოს განვითარების რისკს.
  13. სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ინსულტების წარმოქმნას აფერხებს.

ლიმონი

რაც შეეხება ცედრის გამოყენებას:

ლიმონი საყინულეში მოათავსეთ, შემდეგ კი ცედრა წვრილად გახეხეთ და მცირე ზომით დაამატეთ სალათებში, ჩაიში და ნებისმიერ საკვებში. შეგიძლიათ გახეხილ ცედრას შაქარი დააყაროთ და დესერტის მსგავსად მიირთვათ.

ექიმები გვირჩევენ ლიმონის ცედრა თქვენს ყოველდღიურ რაციონში შევიტანოთ!!!

ავტორი: ზმნა

03/27/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024