Logo

"ექიმები იღებენ ჰონორარს და სინამდვილეში, ოპერაციას რეზიდენტები აკეთებენ" - ქირურგ დავით ლოლაძის სკანდალური ინტერვიუ

"ექიმები იღებენ ჰონორარს და სინამდვილეში, ოპერაციას რეზიდენტები აკეთებენ" - ქირურგ დავით ლოლაძის სკანდალური ინტერვიუ

12/05/2025

ტექსტის ზომა

ზოგადმა ქირურგმა დავით ლოლაძემ, რომელიც ახლა ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს, იუთუბ არხზე გადაცემაში -"უეჭველი ქართველია", ქართული ჯანდაცვის შესახებ საკმაოდ კრიტიკული განცხადებები გააკეთა.

დავით ლოლაძე: საქართველოში არის ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის ორი კატეგორია - „მკადრებლები“ და პატიოსანი ხალხი.

პატიოსანი ექიმების ანაზღაურება არის ძალიან დაბალი. „მკადრებლების“ კი ბევრი ნულებით.

ეს ექიმები არიან „მანიმეიქერები“ კლინიკებისთვის. ისინი არ არიან პროფესიული ღირსებით ექიმები.

კლინიკების შემოსავალი იწევს პიარის ხარჯზე - „ბონდო დობორჯგინიძემ გინდა გაგიკეთოს ოპერაცია? მოდი, გამოდი საყოველთაო დაზღვევიდან და გადაიხადე" - ამით აწვები შენს ისედაც შეჭირვებულ მოსახლეობას...

და ამ დროს არიან ექიმები, რომლებსაც აღებული აქვთ ჰონორარი და სინამდვილეში ოპერაციას ატარებინებენ რეზიდენტებს. მე რეზიდენტების წინააღმდეგი არ ვარ. მეც ვიყავი რეზიდენტი და მეც გამოვზარდე ქირურგები, რომლებსაც ვაკეთებინებდი ოპერაციებს და ასეცაა საჭირო, მაგრამ არასწორია, როცა შენ ამის ხარჯზე შოულობ ფულს.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

დავით ლოლაძეექიმიოპერაციარეზიდენტი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026