Logo

"ექიმების შეცდომების მსხვერპლი გავხდი" - 43 წლის ფრანგმა მსახიობმა სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა

"ექიმების შეცდომების მსხვერპლი გავხდი" - 43 წლის ფრანგმა მსახიობმა სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა

09/24/2026

ტექსტის ზომა

43 წლის ფრანგმა მსახიობმა და თეატრის რეჟისორმა არნო დენიმ (Arnaud Denis), 22 სექტემბერს, ბელგიაში, სიცოცხლე ევთანაზიის პროცედურით დაასრულა.

მსახიობის ამ მძიმე გადაწყვეტილებას წინ უძღოდა:

ხეიბრობა და აუტანელი ტკივილები: მსახიობს 2023 წელს თიაქრის ოპერაციის დროს პოლიპროპილენის იმპლანტი ჩაუდგეს, რამაც მძიმე გართულებები და ქრონიკული, აუტანელი ტკივილები გამოიწვია. მას სრულად ჰქონდა დაკარგული კონტროლი საკუთარ სხეულზე.

პროტესტი სამედიცინო სისტემის მიმართ: სიცოცხლის დასრულებამდე მან განაცხადა, რომ დაიღალა „სამედიცინო ძალადობისა და უყურადღებობისგან“.

ოფიციალური ნებართვა: ევთანაზიის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ქალაქ ნამიურში, სამი ექიმის კონსულტაციისა და ოფიციალური დასტურის საფუძველზე.

იანვარში არტისტმა სოციალურ ქსელში შექმნა ჯგუფი სახელწოდებით - "თიაქრის იმპლანტის მსხვერლნი", რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი წერდა იგივე ტიპის გართულებებზე, რასაც არნო დენი უჩიოდა.

არნო დენი

"ადამიანებს სჯერათ, რომ საავადმყოფოში მისვლით გამოჯანმრთელდებიან. არადა, ასე არ არის. მეც ასე მეგონა მანამ, სანამ ექიმების შეცდომას არ შევეჩეხე. ჩემი სამედიცინო ბარათი სავსეა სამედიცინო შეცდომებით. მე ექიმების შეცდომების მსხვერპლი გავხდი" - წერდა მსახიობი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026