Logo

ექიმი მარი მალაზონიას 4 რჩევა საახალწლო ტკბილეულთან დაკავშირებით

ექიმი მარი მალაზონიას 4 რჩევა საახალწლო ტკბილეულთან დაკავშირებით

12/22/2025

ტექსტის ზომა

ექიმი მარი მალაზონია გამომწერებს საახალწლო ტკბილეულის მომზადებასთან დაკავშირებულ რამდენიმე პრაქტიკულ და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო რჩევას აძლევს.

ექიმი ამბობს, რომ ზომიერების დაცვა და ჯანსაღი კვების ჩვევების გამოყენება სადღესასწაულო დღეებშიც მნიშვნელოვანია.

"სადღესასწაულო ტკბილეულის შესარჩევად რამდენიმე წესი გამოვიყენოთ:
1. თუ ნიგოზი ან თხილეული არის მძაღე გემოსი, ან აქვს ობი, არ გამოიყენოთ ის არც გოზინაყში, არც კერძსა და მით უმეტეს ჩურჩხელაში.

2. არ ადუღოთ თაფლი, რათა არ წარმოიქმნას ფურფუროლი, უმჯობესია მიიყვანოთ ადუღებამდე და გააგრილოთ. ეს პროცესი 2-3 ჯერ უნდა გაიმეოროთ.


3. ძალიან ხშირად უპირატესობას ვანიჭებთ ფუმფულა ტორტებს ან ბისკვიტებს. დააკვირდით რამდენად გემრიელი შეიძლება აღმოჩნდეს 70%-იან შოკოლადში ამოვლებული ნედლი ან გამომშრალი ხილი. კარგი და სასარგებლო დესერტი იქნება ასევე ხილის ტარტი ან ხილის რულეტი.


4. მიუხედავად იმისა, რომ სადღესასწაულო დღეებში ყველზე მეტ ტკბილეულს მივირთმევთ, არ დაგვავიწყდეს ზომიერება,"- ამბობს ექიმი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ექიმიმარი მალაზონიარჩევებიტკბილეული
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026