Logo

ერფან სოლტანს სიკვდილით აღარ დასჯიან - რითი შეცვალეს გადაწყვეტილება?

ერფან სოლტანს სიკვდილით აღარ დასჯიან - რითი შეცვალეს გადაწყვეტილება?

01/15/2026

ტექსტის ზომა

ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა - მას ახლა "ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეკრებას, შეთქმულებაში მონაწილეობასა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ საქმიანობაში ჩართვას" ედავებიან. აღნიშნული ბრალდება კი ითვალისწინებს პატიმრობას და არა სიკვდილით დასჯას - ინფორმაციას Iran International ავრცელებს.

26 წლის ერფან სოლტან ჩამოხრჩობა ემუქრებოდა. პროტესტანტს ბრალს "ღვთის გმობაში" დებდნენ. ის 14 იანვარს სახალხოდ უნდა დაესაჯათ.

გადაწყვეტილების ცვლილებას წინ ტრამპის განცხადება უძღოდა, რომელიც ირანს დაემუქრა საპასუხო ქმედებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი დემონსტრანტებს დასჯიდნენ.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026