საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ეკა ბესელია ფეისბუქზე წერს, რომ დედა, გულიკო ორაგველიძე კლინიკაში ჰყავს და მეათე დღეა ის სიცოცხლისთვის იბრძვის. მიზეზი კი, გამსკდარი ანევრიზმაა...
ეკა ბესელია: არ ვწერდი აქამდე და არც მქონდა ამის ძალა, მაგრამ იმდენი მეგობარი ჰყავს დედას (მათ შორის ჩემი მეგობრებიც ), რომ ვალდებულად ვთვლი დავწერო მოკლედ და რომ კითხულობენ, რატომ არ ჩანს - ვუთხრა, რომ
მე-10 დღე დაიწყო, რაც ერთად ვიბრძვით მისი სიცოცხლისთვის!!!
ერთად ვიბრძვით მისი გადარჩენისთვის და მჯერა, რომ აუცილებლად გადავიტანთ ამ განსაცდელს უფლის წყალობით და ექიმების დახმარებით.
მოულოდენლად თავის არეში სისხლძარღვი (ანევრიზმა) გასკდა და უგონოდ გადავიყვანეთ კლინიკაში.
მეათე დღეა ყველა ერთად ვიბრძვით.

მადლობა ექიმ ბუბა შალამბერიძეს, რომელმაც ორი ოპერაცია გაუკეთა და აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია.
ყველა ექიმს და სანიტარს, ვინც დედას უვლის მირიანის და ნანას სახელობის კლინიკაში…
ჩვენ, ოთხივე შვილი, დედას პალატის ქვემოთ ეზოში "დავბანაკდით“ და ველოდებით…
ისეთი ძლიერია, ისეთი კეთილი, ისეთი მზრუნველი, უანგარო, თავდადებული, რომ აუცილებლად უნდა გადალახოს უფლის შეწევნით ეს დიდი განსაცდელი!!!
კეთილი ადამიანების ლოცვა გააძლიერებს დედას!
08/17/2026