Logo

"ერთადერთი ადგილი, სადაც მამა გვიშვებდა ეკლესია იყო" - ოლგა ბაბლუანი

"ერთადერთი ადგილი, სადაც მამა გვიშვებდა ეკლესია იყო" - ოლგა ბაბლუანი

10/11/2026

ტექსტის ზომა

რეჟისორ თემურ ბაბლუანის ქალიშვილმა, მსახიობმა და ტელეწამყვანმა ოლგა ბაბლუანმა ეკა ჩხეიძის „პირველ სტუდიაში“ ხელოვანი მამის ოჯახში გატარებული ბავშვობა გაიხსენა.

ოლგა იხსენებს, რომ მამა შვილების მიმართ საკმაოდ მკაცრი იყო და განსაკუთრებულად მათი შინიდან გასვლა არ უყვარდა.

„არ უყვარდა გარეთ რომ გავდიოდით, ერთადერთი ადგილი, სადაც გვიშვებდნენ იყო ეკლესია.

იკითხავდა - სად არიან ბავშვები?

უპასუხებდნენ - ეკლესიაში... და მამა მშვიდად იყო.

ჩვენ რა თქმა უნდა ვიტყუებოდით, ასე ხშირად ეკლესიაში არ დავდიოდი, ამდენი ლოცვა სად შემეძლო, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი.

12-13 წლის ასაკში მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვამბობდით სახლში, რომ ეკლესიაში მივდიოდით. მართლაც მივდიოდით დიდუბის ეკლესიასთან, მერე იქიდან ვაჩერებდით ტაქსის და მოვლილი გვქონდა მთელი ქალაქი.

არ ვიცი ეს თემურმა იცის თუ არა, დედამ იცის და ეცინება ამას რომ ვყვები,“ - გაიხსენა ოლგა ბაბლუანმა.

წყარო: პირველი სტუდია

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ბავშვობათემურ ბაბლუანიმოგონებამსახიობიოლგა ბაბლუანირეჟისორი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026