Logo

კულტურა

"ერთადერთი იყო ჭოლა, ვინც შედარებით ადამიანურობა გამოიჩინა"- მარიამ ცქიფურიშვილი ქართველ რეჟისორებს აკრიტიკებს

"ერთადერთი იყო ჭოლა, ვინც შედარებით ადამიანურობა გამოიჩინა"- მარიამ ცქიფურიშვილი ქართველ რეჟისორებს აკრიტიკებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მსახიობმა მარიამ ცქიფურიშვილმა, რომელიც საზოგადოებას სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში", შესრულებული როლით ახსოვს, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გულახდილი პოსტი გამოაქვეყნა და ქართულ თეატრებში არსებულ რეალობაზე ისაუბრა.

მსახიობი ამბობს, რომ თეატრებმა მას, როგორც ახალგაზრდა მსახიობს, ხელი არ შეუწყვეს, არ დაასაქმეს და მისი ნიჭი სათანადოდ არ შეაფასეს.

ერთადერთი რეჟისორი, რომელიც, მარიამ ცქიფურიშვილის განცხადებით, მის კრიტიკას არ იმსახურებს - ლევან წულაძეა.

„არ გეგონოთ მცდელობა დავაკელი, ყველგან და ყველასთან ვიყავი თითქმის. იქაც კი, სადაც ჩემი ყოფნა მათთვის უფრო პრესტიჟული იქნებოდა, ვიდრე ჩემთვის. და გაქსუებული დირექტორებივით მხვდებოდნენ. კაციშვილმა არ გამოიჩინა გულისხმიერება. მარტო პლაკატური ღიმილი და კი-კის ძახილი, თუმცა მთელი ენერგეტიკით რომ იგრძნობა “არა, არ გვჭირდები, გვყავს”.

ერთადერთი იყო ჭოლა, ვინც შედარებით ადამიანურობა გამოიჩინა და ყველაზე მეტად, ობიექტურად ის არ იმსახურებს კრიტიკას ჩემგან.

თუმცა ჩემს პროფესიულ გაუქმებაში, ყველას აქვს თავის წილი. მაგრამ დანარჩენები ხომ საკუთარი ეგოებით და განდიდების მანიით დაბრმავებულები არიან. ეჭვიც არ ეპარებათ რომ შეიძლება უნიჭოები და გაუნათლებლები იყვნენ. უნდა ნახოთ, უბრალოდ, რა ხალხით და “მსახიობებით” ან “რეჟისორებით” არის სავსე თეატრების უმეტესობა. სოფლის კლუბი. მიდით და ნახეთ! თავად გადაამოწმეთ!“- წერს მსახიობი.

ავტორი: ზმნა

01/09/2026