Logo

"ერთადერთი იყო მამა გაბრიელი, ვინც ჩემთან საუბარს ბედავდა..." - საინტერესო ფაქტები ზვიად გამსახურდიას ცხოვრებიდან

"ერთადერთი იყო მამა გაბრიელი, ვინც ჩემთან საუბარს ბედავდა..." - საინტერესო ფაქტები ზვიად გამსახურდიას ცხოვრებიდან

02/03/2026

ტექსტის ზომა

კომუნისტური რეჟიმის პერიოდში, მორწმუნე მრევლისთვის, რა ავად მოსაგონარი დრო იყო, კარგად მოგეხსენებათ. ტაძრებში ჩუმად დადიოდნენ, ჯვრისწერა და ნათლობაც მალულად სრულდებოდა. წირვებზე გადაცმული კაგებე დაძვრებოდა და იქ მყოფ თითო-ოროლა მრევლზე ინფორმაციებს აგროვებდა.

აი, რას წერს ზვიად გამსახურდია:

"ვერც ერთი მღვდელი ბედავდა, გამხდარიყო ჩემი მოძღვარი, სიკვდილის შიშით.

ხშირი იყო ტერორის შემთხვევები…

ერთადერთი იყო მამა გაბრიელი, სალოსი გოდერძი ურგებაძე, რომელიც ბედავდა ჩემთან საუბარს, ვინაიდან სიკვდილის არ ეშინოდა.

მან ერთადერთმა გაბედა მოენათლა ჩემი ვაჟი ცოტნე, (სუკის შერისხვა შვილებზეც გრძელდებოდა) ისიც თავის ბინაში, სადაც სამლოცველო ჰქონდა მოწყობილი."

მამა გაბრიელი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026