Logo

საზოგადოება

"ერთადერთს დავწერ" - დათო არჩვაძე თამრიკო ჭოხონელიძეს პასუხობს

"ერთადერთს დავწერ" - დათო არჩვაძე თამრიკო ჭოხონელიძეს პასუხობს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

პაატა გულიაშვილის შოუში დათო არჩვაძემ სიმღერა "ტრულაიალა" შეასრულა. სიმღერის წარდგენა იყო ასეთი - დათო არჩვაძის სიმღერის პრემიერა - "ტრულაილა".

სიმღერამ პირველად გაიჟღერა 1978 წელს გადაღებულ ფილმში - "ყვარყვარე". ფილმის კომპოზიტორი ჯანსუღ კახიძეა. 1991 წელს სიმღერა ახალი არანჟირებით აჟღერდა ანიმაციურ ფილმში "მძლეთამძლე". არანჟირება ბორის შხიანს ეკუთვნის.

დათო არჩვაძის ნამღერს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თამრიკო ჭოხონელიძე.

"ძალიან კი მაინტერესებს, ჩემო დათო, ვინ გითხრა ამ სიმღერის ავტორი ჯანსუღ კახიძეაო?! ამ კაცს მისი სიმღერები ნამდვილად ეყოფა მადლიერებისთვის! მაგრამ გადახედე მულტფილმის - "მძლეთამძლეს" ტიტრები და სულ სხვა გვარს წაიკითხავ! - ამ სიმღერის ავტორი ბორის შხიანი გახლავს!!"

პოსტის ქვეშ, მომღერალს დათო არჩვაძემ უპასუხა:

"ერთადერთს დავწერ: რატომ არ შეიძლებოდა ჯანოს შეექმნა ასეთი ხასიათის სიმღერა? სწორედ რომ მისნაირ გენიოსებს ძალუძთ შექმნან სიმღერა, რომელსაც მთელი ქვეყანა სიხარულით მოუსმენს და იმღერებს. ფილმზე მუშაობისას შეიძლება კლასიკაც დაწერო და პაპსაც (თუ რაღა თქმა უნდა გაქვს ამის ნიჭი და გასაქანი)."

დათო არჩვაძე

ავტორი: ზმნა

06/12/2026